სკოტ მაკტომინეი: ვისთანაც მითამაშია, კვარაცხელია ყველაზე ტექნიკურია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ რადიო CRC-ის ეთერში ახალ გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"სერია A და პრემიერლიგა ძალიან განსხვავებულია. ასე ვიტყვი: აქ გაცილებით მეტი ტაქტიკაა, რომელიც უნდა იცოდეთ, საჭიროა ასევე იცოდეთ თქვენი როლი გუნდში და პარტნიორებთან ურთიერთმოქმედება. კონტეს ძალიან მოქნილად თამაში უყვარს, ერთ პოზიციაზე ვერ გაჩერდები, ბევრი რამ უნდა ისწავლო, შედეგის მისაღწევად ინფორმაცია აითვისო. მწვრთნელის დავალებებს კარგად ვგებულობ, რაც მიზნის მიღწევაში მეხმარება.

სკუდეტო? მატჩიდან მატჩამდე წინ მივიწევთ, მწვრთნელს და პერსონალს ვუსმენთ, ვპროგრესირებთ და იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან მოითხოვენ.
ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.

ვისთანაც მითამაშია, ლუკაკუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერია, ტექნიკური კი - კვარაცხელიაა. ის ნიჭით ყველაზე მეტადაა დაჯილდოებული. ვის წინააღმდეგაც მითამაშია, რა თქმა უნდა, საუკეთესო მესია.

ნეაპოლური სამზარეულო? ჯერ ყველაფერი არ დამიგემოვნებია, თუმცა დიეტის დაცვა და კვებასთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს. ყველა აქაურ კერძს გავსინჯავ, ეს უეჭველია. გულშემატკივრების მხარდაჭერას ვრძნობ, აქ იმისათვის ვართ, რათა ქალაქს სიხარული მოვუტანოთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
საუკეთესო მესიაო, ამბობს და "გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ"!
N
02 ოქტომბერი 2024 16:41
5
შენც კარგი ფეხბურთელი ხარ, უბრალოდ არასწორ გუნდში იყავი დიდი ხანი
პაშკ
02 ოქტომბერი 2024 15:56
0
მოკლედ მე ჩემი (როგორც გულშემატკივარის) აზრი დავაფიქსირე და ვისაც არ მოგწონთ დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ან ვინმეს თუ გინდათ ჩემი საკონტაქტო გამომემხმაურეთ და დაგიტოვებთ და ცალკე ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით.
ბალეშიკი
02 ოქტომბერი 2024 14:34
5
რომ ვიცნო ნომერი ვინ მირეკავს, იმიტორო უცნობ ნომრებს არ ვპასუხობ ლოგიკურად რომ ვიცნო და ვუპასუხო
ბალეშიკი
02 ოქტომბერი 2024 21:02
0
593320248
ბალეშიკი
02 ოქტომბერი 2024 20:41
0
ყველა გამოხმაურება
თავიდანვე გასაგებად უნდა დაგეწერა და არ აივსებოდი დისლაიქებით, ბატონო ქომაგო.
Болельщик-ს
02 ოქტომბერი 2024 11:54
7
ოოო ყოჩაღ, რუსულად კარგად წერ ))) გესმის ეტყობა კარგად. რა ხართ ეს ძალად პატრიოტები(((
ქართველი
03 ოქტომბერი 2024 07:52
0
ძაან გასაგებადაც დავწერე უბრალოდ როგორც ჩანს ელემენტარული წაკითხულიდან გააზრების უნარიც არ გაგაჩნიათ ან გეზარებათ ან უბრალოდ არ იცით ან ვაფშე ჩემს საყვარელ ფეხბურთელზე მტირალა ბავშვი რატომ უნდა დამეძახა, თვითონ რასაც ფიქრობდა 1 წლის წინ ავდექი და თავისივე ენაზე შევახსენე და ნიქნეიმს რაც შეეხება რაც მომივიდა თავში ის დავწერე თორე რუსეთის დედაც და ვინც ნიქნეიმზე მიმახვილებს ყურადღებას იმისიც ზემოდან.
ბალეშიკი
02 ოქტომბერი 2024 13:34
6
1 წლის წინ მტირალა ბავშვი იყო, შენ გეო კაცო
ბალეშიკი
01 ოქტომბერი 2024 23:36
62
მეტყობა თუ არ მეტყობა არ არის შენი გასარჩევი ჩემო ძმაო, კაცი რომ მოწინააღმდეგეს მტირალას დაუძახებს ჯერ ეს ერთი პატივისცემა უნდა გამოიჩინო ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ მტირალა იქნება, ლგბტ იქნება თუ რაც იქნება... და ის რაც მოხდა მოედანზე უნდა დარჩეს მოედანზე და თამაშის მერე არ უნდა გაღუნო ტვინი.

მერე მეორე კაცმა არ იცის ეს მტირალა ბავშვი ხვალ ზეგ ან მაზეგ შენი გუნდელი, ძმაკაცი, მეგობარი გახდეს ან თუნდაც სხვანაირად გადაიკვეთოთ ერთმანეთში და არ არის ეს ყველაფერი მოსაწონი.

კი ზუსტადაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის მეორეხარისხოვანია ფეხბურთი.
ბალეშიკი
02 ოქტომბერი 2024 13:54
3
გეტყობა რომ პატარა ბიჭი ხარ. ვინ რა თქვა,ვინ ვისთან... და ა.შ. ფეხბურთი მეორეხარისხოვანია შენთვის? მერე რა რომ თქვა, ეს რა შესახსენებელია? მთავარი და ნაღდი თქვა რომ ის ყველაზე ტექნიკურიაო. არ უნდა ეთქვა. ისე და მტირალაც ხომ შეიძლება ტექნიკური იყოს. რატომ მოელოდი რო ლაიქებით აგავსებდნენ? გაგებით ძალიან კარგად გავიგეთ რაც დაწერე. ის საკუთარ ნაკრებში იყო და მოწინააღმდეგის რამე თუ არ მოეწონა, თუნდაც არაობიექტურად ეს მისი ნებაა.
დავით 67
02 ოქტომბერი 2024 02:32
9
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული