"ნაპოლის" ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ რადიო CRC-ის ეთერში ახალ გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
"სერია A და პრემიერლიგა ძალიან განსხვავებულია. ასე ვიტყვი: აქ გაცილებით მეტი ტაქტიკაა, რომელიც უნდა იცოდეთ, საჭიროა ასევე იცოდეთ თქვენი როლი გუნდში და პარტნიორებთან ურთიერთმოქმედება. კონტეს ძალიან მოქნილად თამაში უყვარს, ერთ პოზიციაზე ვერ გაჩერდები, ბევრი რამ უნდა ისწავლო, შედეგის მისაღწევად ინფორმაცია აითვისო. მწვრთნელის დავალებებს კარგად ვგებულობ, რაც მიზნის მიღწევაში მეხმარება.
სკუდეტო? მატჩიდან მატჩამდე წინ მივიწევთ, მწვრთნელს და პერსონალს ვუსმენთ, ვპროგრესირებთ და იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან მოითხოვენ.
ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.
ვისთანაც მითამაშია, ლუკაკუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერია, ტექნიკური კი - კვარაცხელიაა. ის ნიჭით ყველაზე მეტადაა დაჯილდოებული. ვის წინააღმდეგაც მითამაშია, რა თქმა უნდა, საუკეთესო მესია.
ნეაპოლური სამზარეულო? ჯერ ყველაფერი არ დამიგემოვნებია, თუმცა დიეტის დაცვა და კვებასთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს. ყველა აქაურ კერძს გავსინჯავ, ეს უეჭველია. გულშემატკივრების მხარდაჭერას ვრძნობ, აქ იმისათვის ვართ, რათა ქალაქს სიხარული მოვუტანოთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მერე მეორე კაცმა არ იცის ეს მტირალა ბავშვი ხვალ ზეგ ან მაზეგ შენი გუნდელი, ძმაკაცი, მეგობარი გახდეს ან თუნდაც სხვანაირად გადაიკვეთოთ ერთმანეთში და არ არის ეს ყველაფერი მოსაწონი.
კი ზუსტადაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის მეორეხარისხოვანია ფეხბურთი.