"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდას მარეკ ჰამშიკს La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთისთვის ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შედარება სთხოვეს.

ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელის თქმით, არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა უპირატესობას ინსინიეს ანიჭებს.

"კვარა" თუ ინსინიე? არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა უპირატესობას ლორენცოს მივანიჭებდი, თანაც ხვიჩასთან ერთად არ მითამაშია. ქართველი აბსოლუტური ჩემპიონია, თუმცა ინსინიე გუნდს დაცვაშიც ეხმარება", - განაცხადა ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით იტალიის ჩემპიონატში 6 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"პარტენოპეი" სერია
A-ს მორიგი ტურის მატჩს დღეს, 4 ოქტომბერს, "კომოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

alt"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altროგორი იქნება "კომოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

altბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჭკვიანად იყავი ჯერ სერია ა მოგეგო და მელე გელაპარაკა
გიო
16:33 05-10-2024
0
მჯობნის მჯობნი არ დალეულაო,კვარას ინსინესთან შედარება არ შეიძლება. ჰამშიკმა კითხვას უპასუხა,თუმცა არც უნდა ეპასუხა. ინსინე იყო კოჭლი,სხვა პოზიციაზე ვერ თამაშობდა,ხოლო კვარას მთელი შეტევითი ზონის ათვისება შეუძლია. ინსინე კარგი ფეხბურთელი იყო,თუმცა კვარა არის საუკეთესო,ვისაც იტალიაში უყომარია ბოლო ათწლეულში. ინსინე ჩარჩოში ჩასმული ტიპი იყო,მწვრთნელებს გამოყავდათ რაღას ამ ბიჭისგან,ხოლო კვარას ჩარჩოში ჩასმა არის დანაშაული ფეხბურთის წინაშე. წარმოიდგინეთ,კონტე მიხვდა ამ ამბავს,კვარას მოძრავი პოზიცია აქვს მოედანზე და სეზონის ბოლოს დავთვალოთ.ეჭვი მაქვს რო საუკეთესო შედეგს დადებს კარიერაში და ნაპოლი იჩემპიონებს. მეცოდენიან ადამიანები,ვისაც კვარას თამაში ცოცხლად არ უნდახავთ,ნებისმიერ მოძრაობაში ეტყობა ნიჭი. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში ეტყობოდა რაც დადგებოდა. მე პირადად,ზურიკოს უფრო დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებდი,უფრო სხვა ემოცია მოქონდა,თუმცა კვარას თავშივე ეტყობოდა ნიჭი და მენტალიტეტი. ზურიკომ უნდა მოუმატოს,შეუძლია ამ ბიჭს მეორე სუნთქვა გაიხსნას,ჩაკვემ მოახერხა და ისიც შეძლებს. მთავარია რო სწორ გუნდში მოხვდეს და სწორ მწვრთნელთან.
იასონას უდარი
08:21 05-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული