"ნაპოლიმ" "კომოსაც" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომოს“ 3:1 მოუგო.

მასპინძლები 30-ე წამზე ლუკაკუს პასით მაკტომინეიმ დააწინაურა. ნეაპოლური გუნდი ინიციატივას ფლობდა, შეტევები გააგრძელა, კვარაცხელიას დოსენამ ხელი სახეში ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარე აუდერომ მოიგერია. აქედან მოყოლებული სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ, კუტრონემ ბურთი ძელს გაარტყა, სტრეფეცამ კი ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის საჯარიმოში ოლივეირა რობერტომ წააქცია და ლუკაკუმ პენალტით „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე შანსი ქართველს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ცოტა ხანში „კვარას“ საჯარიმოში მორენომ ხელი
ჰკრა, წააქცია, მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია და პროტესის გამოხატვის გამო მწვრთნელს, კონტეს ყვითელი ბარათი უჩვენა. კვარაცხელია 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ნერესმა მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. მას საგოლე გადაცემა ლუკაკუმ გაუკეთა.

„ნაპოლი“ 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე „ემპოლისთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კომო 3:1
გოლები: 1:0 მაკტომინეი (1), 1:1 სტრეფეცა (43), 2:1 ლუკაკუ (53, პენ), 3:1 ნერესი (86)

alt"ნაპოლისა" და "კომოს" პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა [VIDEO]

alt30-ე წამზე - მაკტომინეიმ "ნაპოლიში" სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

altხვიჩა ფორმაშია, პოლიტანოს საოცარი მიღწევა აქვს... - ქართველების მატჩები უკრაინამდე

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა სამწუხაროდ ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა დღეს,ამას მოწმობს ყველაზე დაბალი შეფასება. არაუშავს ყველა მატჩს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ. ნერეში ძალიან მომწონს, ვფიქრობ მისი ადგილი ძირითადშია, მაგრამ ვის მაგივრად არ ვიცი
დავით 67
22:39 04-10-2024
8
თავს უფრთხილდებოდა ნაკრებისთვის
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული