მიქაუტაძე მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა - "ლიონმა" "ნანტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნანტი" 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 83-ე წუთზე ვიხილეთ. გიორგიმ ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა.

"ლიონიდან" თავი 22-ე წუთზე ნიკოლა ტალიაფიკომ გამოიჩინა, 54-ე წუთზე კი "ნანტის" მცველმა ნიკოლას პალოიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

"ლიონი" 10 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე "ჰავრთან" ჩაატარებს.

ლიონი. "გრუპამა სტადიუმი"
ლიონი - ნანტი
გოლები: 1:0 ტალიაფიკო (22), 2:0 პალოი (54, ავტოგოლი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული