ევროპაში მიქაუტაძეზე ბევრ მომენტს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აფუჭებს - ქართველის ცუდი სტატისტიკა, რომელიც მალე უნდა გამოსწორდეს

AutoSharing Option
Understat-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან იმ ფეხბურთელების ოცეული გამოაქვეყნა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ მომენტს ვერ იყენებენ.

ჩვენთვის გუდასაწყვეტია, რომ ამ სიაში მეორე ადგილზე "ლიონისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იმყოფება და მას მხოლოდ "ბეტისის" შემტევი აბდე ელზაზუი "უსწრებს".

ირკვევა, რომ ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში მეტოქის კარისკენ (კარში) 16-ჯერ დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გაიტანა.

მისი XG (მოსალოდნელი გოლი) -2,6-ს უდრის. როგორც მოგახსენეთ, ქართველზე უარესი შედეგი მხოლოდ ელზაზუის აქვს - 23 დარტმა, 1 გოლი და -2,9 XG.

აქვე გეტყვით, რომ ხუთეულში
შედიან მოიზე კინი, ბრეელ ემბოლო და ზაქარია აბუხლალი.

ინფორმაციისთვის, სიაშია ასევე გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი ალქსანდრ ლაკაზეტიც, რომელიც -2,2 XG-ით მე-7 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნახევარმა საქართველომ რომ ლანძღავდა აიაქსს,თურმე ასე მარტივად არ ყოფილა საქმე როგორც ხედავთ...დრო უნდა ამ ბიჭს,სხვადასხვა კალიბრია მეცი და სხვა კალიბრია ლიონი და აიაქსი.ასეთ გუნდებში უფრო მეტი შრომა გჭირდება ვიდრე მეცში.მეცთან ყველა ცდილობს შეუტიოს,ასეთ დროს სივრცეები რჩება შემტევ გუნდს და ამ სივრცეებს იყენებდა ჟორჟი კარგად.ლიონი და აიაქსი შემტევი სტილის მიმდევრები არიან და ასეთ გუნდებთან თამაშისას მეტოქე ბევრ სივრცეს არ ტოვებს,იმიტომ რომ იციან დაისჯებიან.მონაკოში რომ წასულიყო იქაც იგივე იქნებოდა დაახლოებით...არაუშავს ჯერ ძალიან ახალგაზრდაა ჟორჟი და დარწმუნებული ვარ ასეთ სტილსაც აუღებს ალღოს.უბრალოდ ერთი გოლი სჭირდება და გაიხსნება შედარებით,ლაკაზეტის დონე კი ნაღდადა არაა,როგორც არ უნდა გვიყვარდეს.ეს ბატონი ცინიკოსებიც რომლებიც ნომერზე დასცინიან დაოკდებიან მალე.
Master
00:04 11-10-2024
0
რა იმპოტენტი პოზაც აირჩია მაგ ფეხბურთს თამაშობს
თამილა
17:45 10-10-2024
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული