ალემაო: "ნაპოლიში" საუკეთესო ფანტასტიკური კვარაცხელიაა - მისი თამაში სახალისოა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალემაომ „გაძეტა დელო სპორტთან“ ნეაპოლურ გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„სკუდეტოსთვის „ინტერი“ და „ნაპოლი“ იბრძოლებენ, რამეთუ სხვებზე უკეთ არიან დაკომპლექტებული. შეიძლება სეზონისას ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით, „ნაპოლი“ ფავორიტია, რადგან გაძლიერდა, კარგი ნახევარდაცვა ჰყავს, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია. დაე ჩემპიონები გახდნენ. ჩემზე შთაბეჭდილებას სტანისლავ ლობოტკა ახდენს, თუმცა საუკეთესო ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელიაა - თავისი ნიჭით, აზროვნების სისწრაფით, ენერგიით, რომელსაც მუდამ ვხედავთ, როდესაც მეტოქეებს დრიბლინგით გვერდს უვლის, რაც ლამაზი სანახავი და მხიარულებაა.
ეს ყველაფერი სახალისოა“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალე მაგარი უმაგრებს ირჩევს
პაატა
21:06 17-10-2024
1
ძმაო, ალემაო :)
ფეოლა
18:33 17-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული