ზურიკო დავითაშვილი: ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა - "სენტ-ეტიენში" კარგი სტარტი გამომივიდა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მერვე ტურში „სენტ-ეტიენი“ „ლანსს“ მიიღებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა:

„აქ გადმოსვლამდე, რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტები მქონდა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ჩემი არჩევანი იყო, ვიცოდი სად მოვდიოდი, როგორი კლუბია, როგორი გარემოა. მახსოვს „ბორდოსთან“ ერთად აქ წაგებული მატჩი. ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლს და ადელ შედლის ვესაუბრე, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა.

ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა. მთელი ბავშვობა ოცნება მქონდა ჩემი ქვეყნის მაისურით მეთამაშა. მე და ჩემმა მამამ ფეხბურთს დიდი დრო
დავუთმეთ, ჩემს აღზრაში მან ყველაფერი ჩადო, მისი დიდი დამსახურებაა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. მამის დახმარებით ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, ის მიხსნიდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.

სტატისტიკის მიხედვით „სენტ-ეტიენში“ კარგი სტარტი გამომივიდა, სეზონის დაწყების წინ რომ ეთქვათ, ასეთი დებიუტი გექნებაო, თანახმა ვიქნებოდი. ახლა გუნდის დასახმარებლად უფრო მეტი მინდა გავაკეთო, მსურს სტატისტიკაც გავიუმჯობესო. იმედია, ასე გავაგრძელებ და ისევე ვითამაშებ, როგორც ბოლო მატჩში. თუ არ დამარცხდი, გამარჯვების გემოს იმდენად ვერ გაიგებ. „ნიცასთან“ 0:8 მწარე წაგება იყო, ამას ვერაფრით გაამართლებ, მაგრამ შეცდომებზე უნდა ისწავლო და ამან უფრო გაგვაძლიერა. „ოსერთან“ შესრულებული ჰეთ-თრიკი დიდი სიხარული გახლდათ, სწორედ ამისთვის თამაშობ, რათა დაგიფასდეს. რაც შეეხება მილოცვებს, ნაკრების შეკრებაზე წავედი და მხოლოდ გუშინ ვნახე ბიჭები და მწვრთნელები. დარწმუნებული ვარ, ჩემს გამო ყველანი გახარებულები იყვნენ.

„ლანსთან“ კარგი შეხვედრა გვექნება, მით უმეტეს სახლში გვაქვს, სადაც თამაში გამოგვდის და მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს. ნაკრებში ბოლო დაპირისპირებისას ბოლოსკენ კუნთის პრობლემა მქონდა, თუმცა არაფერი არ მაწუხებს, 100%-ით მზად ვარ. ხშირად თამაში პირიქით, ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 3 /

წარმატებები ზურიკო ნაკრებში და კლუბში
dima
15:25 18-10-2024
0
წარამტებები ზურიკო!
გიზოგ
14:31 18-10-2024
0

სიახლეები პოპულარული