"მისი მოთხოვნები გაზვიადებულია, ბელინგემი ხომ არ არის?!" - "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ორსის თქმით, ხვიჩას მოთხოვნები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გაზვიადებულია.

"მისი მოთხოვნები, ვგულისხმობ წელიწადში 8 მილიონ ევროს, ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია. ასეთ კონტრაქტს რომ ითხოვ, ბელინგემის მსგავსი ჩემპიონი უნდა იყო", - განაცხადა ორსიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.

altკვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე

ხვიჩას გამოექომაგა

alt"კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული" - ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენგან განსხვავებით, ორსის არც ეცოდინება და არც აინტერესებს კვარასა და ნაპოლის ურთიერთდამოკიდებულების ისტორია.მან ხვიჩას შარშანდელი თამაში იცის და ამის მიხედვით ლაპარაკობს,თანაც იტალიელია და რა თქმა უნდა თავისების ინტერესებს დაიცავს.ეგეც არ იყოს,ლაციო და ნაპოლი,მოსისხლეები არიან და მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე კარგის თქმას,ღალატად შეუფასებენ,ლაციოს გულშემატკივრები.თვის საუკეთესო ფეხბურთელობა,თვითონ სცემს პასუხს.ორი წლის წინანდელი კვარას მსოფლიოს რეიტინგი კი,მისი დღევანდელი ხელფასის მიზერულობას და უსამართლობას უსვამს ზუსტ დიაგნოზს.დროა გავიგოთ,რომ უცხოელებიც სასურველი მხრიდან აბამენ ყურს,დოქს და არა მხოლოდ სპორტში.
სოსო
15:26 18-10-2024
0
ხვიჩა ბელინგემის მაგივრად რომ თამაშობდეს რეალში ბელინგემის შედეგი სასაცილო იქნებოდა. და წელს ბელინგემი რას ქმნის ან როგორ გამოირჩევა
მამუკა
15:12 18-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული