ანტონიო კონტე: დილემა კვარაცხელიასა და ნერესს შორისაა - დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს

AutoSharing Option
„ემპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ურუგვაიდან მატიას ოლივეირა მუდამ დაღლილი ბრუნდება, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ათამაშებს თუ არა კვირას, ხვალე გადაწყვეტს, თუმცა მისი შემცვლელი ჰყავს, ისევე როგორც ტრავმირებული სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად შეუძლია სასტარტოში ბილი გილმორი უპრობლემოდ დააყენოს.

კონტემ თქვა, რომ ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, თუმცა არ გარისკავს და კარში „ლეჩესთან“ შეხვედრაში დააყენებს, რომელუ ლუკაკუ კი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, სიმშვიდე და გუნდის ლიდერობა მართებს.

„ნაპოლის“ თავკაცმა აღირა, რომ დავიდ ნერესის სათადარიგოთა სკამზე დატოვება უჭირს: „ის სატრანსფერო ფანჯრის
ბოლოს შემოგვიერთდა. ერთი თვის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელი გახდა. ახლა რთულ მდგომარეობაში მაყენებს, რადგან ამჟამად ზოგიერთ სიტუაციას ვხედავ, დილემა მასსა და „კვარას“ შორისაა - ტექნიკური მახასიათებლებით, შეტევის უნარებით, უბურთოდ თამაშით და ბალანსი მთავარი საფუძველია. დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს და ვიცი, პირველივე წუთიდან სათამაშოდ მზად იქნება. რეკონსტრუქცია დავიწყეთ და ძლიერი კონკურენციის შექმნა გვჭირდება“.


მკითხველის კომენტარები / 31 /
კონტე არ არის მაგის ჩიტი მოხუცის ჭკუაზე რომ იაროს, თუნდაც ხვალ უფასოდ მიდიოდეს ხვიჩა კონტე ხვიჩას მაინც დააყენებს
ფანი
03:29 20-10-2024
0
ძლიერად არა, სუსტ ქალად
Rezo
20:00 19-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული