ანტონიო კონტე: დილემა კვარაცხელიასა და ნერესს შორისაა - დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს

AutoSharing Option
„ემპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ურუგვაიდან მატიას ოლივეირა მუდამ დაღლილი ბრუნდება, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ათამაშებს თუ არა კვირას, ხვალე გადაწყვეტს, თუმცა მისი შემცვლელი ჰყავს, ისევე როგორც ტრავმირებული სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად შეუძლია სასტარტოში ბილი გილმორი უპრობლემოდ დააყენოს.

კონტემ თქვა, რომ ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, თუმცა არ გარისკავს და კარში „ლეჩესთან“ შეხვედრაში დააყენებს, რომელუ ლუკაკუ კი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, სიმშვიდე და გუნდის ლიდერობა მართებს.

„ნაპოლის“ თავკაცმა აღირა, რომ დავიდ ნერესის სათადარიგოთა სკამზე დატოვება უჭირს: „ის სატრანსფერო ფანჯრის
ბოლოს შემოგვიერთდა. ერთი თვის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელი გახდა. ახლა რთულ მდგომარეობაში მაყენებს, რადგან ამჟამად ზოგიერთ სიტუაციას ვხედავ, დილემა მასსა და „კვარას“ შორისაა - ტექნიკური მახასიათებლებით, შეტევის უნარებით, უბურთოდ თამაშით და ბალანსი მთავარი საფუძველია. დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს და ვიცი, პირველივე წუთიდან სათამაშოდ მზად იქნება. რეკონსტრუქცია დავიწყეთ და ძლიერი კონკურენციის შექმნა გვჭირდება“.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს კომენტარი ეხლა მეჩვენება თუ მართლა თქვა?? რა ნერეშსა და კვარას შორის გეფიქრება შენ ბიჭო გიჟი ხოარახარ? ნერესი პოლიტანო ლუკაკუ მაკტომინეი გილმორი ერთად რო გადააბა მაინც არარიან კვარას დონის. მოკლედ რა უმადურ კაცს/გუნდს, ბოდიში და გინდა წინ მოუსაქმე და გინდა უკან ამ ბიჭმა სკუდეტო მოგაგებინათ 30 წელი თვალით როარგქონდათ ნანახი და თურმე სასტარტოზე ეჭვებია. ხვიჩა მალე წადი იქიდან არ იმსახურებს ნაპოლი შენს თავს.
ქართველი
22:09 18-10-2024
8
მერე პოლიტანო დასვი სკამზე! თვალები ტრაკში გაქვს და გამოიყვანე ეგ პოლიტანოს მაგივრად! რაღა ხვიჩას დაეტაკე!
მწვრთნელი
22:14 18-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული