„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, სურთ გუნდში დავიდ ნერესის პოზიციები ხელოვნურად გააძლიერონ და ამ პროცესს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიზანმიმართულად წარმართავს. ასე ექცევა „ნაპოლის“ მფლობელი 10 მილიონ ევროდ შეძენილ ფეხბურთელს, რომლის დიდი დამსახურებით სკუდეტო მოიპოვეს და რომელიც ზაფხულში პსჟ-ს 110 მილიონად არ მიჰყიდა, ახლა კი ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ მოთხოვნილი 8-მილიონიანი გასამრჯელოს გადახდაზეა უარს და 6 მილიონს სთავაზობს. ანუ მთელი ეს ამბავი 2 მილიონის გამოა ატეხილი თუ ულტიმატუმია? ზოგი ჭირი მარგებელია და შესაძლოა, ეს ყველაფერი კვარაცხელიას საბოლოოდ წაადგეს კიდეც.

აი, რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე იტალიელი ჟურნალისტები.

კარლო ალვინო: „ქართველზე დარხეული ხმები უნდა დასრულდეს. მოდით, სიტუაციის დაძაბვას თავი დავანებოთ. ვტირი თუ არა, როდესაც ხვიჩასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე ამბებს ვკითხულობ? ევროპის ჩემპიონატისას ფეხბურთელსა და დე ლაურენტისს შორის შეხვედრა ფუნდამენტური იყო. ინიციატორი კონტე გახლდათ, რომელსაც უნდოდა ჭორები მოესპო. მაშინ საუბრობდნენ დი ლორენცოს „იუვენტუსში“ და კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე. გერმანიაში შეხვედრა თბილ გარემოში ჩატარდა. მხარეები ვერ თანხმდებიან, მაგრამ განსხვავება შეთავაზებულ და მოთხოვნილ ანაზღაურებას შორის დიდი არ არის, არცერთი არ ჩქარობს და საღი აზრი გაიმარჯვებს“.

ალესანდრო დ’არია: „ვთვლი, რომ კონტეს ნერესის საკითხისადმი მიდგომა უმნიშვნელოვანესია და კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულება დავინახე. მან ნერესი ქართველთან კონკურენციაში დააყენა და არა პოლიტანოსთან, რომელიც თავის გამოჩენას ძალიან ცდილობს. მწვრთნელმა ყველას აგრძნობინა, რომ კი არ უნდა ფეხბურთელებს ტკივილი მიაყენოს, არამედ მათი სტიმულირების სურვილი აქვს. დარწმუნებული ვარ, „ემპოლისთან“ „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში იქნება და ვნახოთ, როგორ ითამაშებს. თუმცა, ანტონიომ ქართველს აგრძნობინა, რომ ნერესის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს“.

ენრიკო ფედელე: „ნერესი კვარაცხელიას მაგივრად? ადრე ის პოლიტანოს ალტერნატივად ითვლებოდა. ეს სწორი არ არის, რადგან ბრაზილიელს ზედმეტად უყვარს შეტევაში მოქმედება, ხოლო პოლიტანო ბალანსს შესანიშნავად ქმნის. საუკეთესო შანსი ნერესმა ხვიჩას ფლანგზე მიიღო. მაგრად გარბის წინ და მცველებისთვის რთული შესაჩერებელია. თუმცა, აქ ერთი ასპექტია - მაკტომინეი, ლუკაკუ და თვით დი ლორენცო იერიშებისას წინ მიიწევენ, შოტლანდიელის უკან ცარიელი სივრცე წარმოიშვება, რომელიც ხვიჩამ უნდა შეავსოს და თუ ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, ამას ვინ გააკეთებს?“.

იტალო კუჩი: „კვარაცხელია სერია А-ში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბოლო მატჩებში საკუთარი პოტენციალი სრულად ვერ წარმოაჩინა. ვიდრე „ნაპოლიში“ გადავიდოდა, მისით რამდენიმე კლუბი და მათ შორის ჩემი საყვარელი „ბოლონია“ იყო დაინტერესებული და დღემდე ვტირი, რომ ეს ტრანსფერი ვერ განახორციელეს“.

ფრანჩესკო მაროლდა: „ნეაპოლურ კლუბში გამუდმებით დგას ხვიჩასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი. მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. 6 მილიონს სთავაზობენ, რაც ძალიან ნორმალურია, თუ სხვა კლუბები მზად არიან მეტი გადაუხადონ, სხვა საკითხია. ნერესის ფაქტორი? ჩემი აზრით, ეს „კვრასადმი“ კლუბის კონტრაქტთან დაკავშირებით გზავნილია. შეტყობინებაა, რომ თუ არ დათანხმდება, მისი მზა ალტერნატივა გააჩნიათ, რათა არ განმეორდეს ოსიმენის ისტორია“.

ანტონიო ჯორდანო: „ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით, კვარაცხელია ვარსკვლავი არ არის? მე მათ არ ვეთანხმები. ქართველის ნიჭი ეჭვს არასოდეს იწვევდა. შესანიშნავია - პირველივე სეზონში 14 გოლი გაიტანა, გუნდისთვის საშინელ მეორეში 11, აგრეთვე 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და ახლაც კარგად თამაშობს. მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან გამორჩეულ ტალანტზე ვსაუბრობთ, რომელსაც კიდევ უფრო შეუძლია გაუმჯობესდეს. ის ჩემი მთავარი გმირია, ჩემი „სისუსტეა“, არ ვიცი, დარჩება თუ არა, მაგრამ დღე, როცა ნეაპოლს დატოვებს, ყველა ჩვენთაგანისთვის სამწუხარო იქნება. კონტეს ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონობისათვის იბრძოლებს და ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ არა მიზანს, თუმცა სკუდეტოა მოსაპოვებელი და პირადად მე „კვარას“ კრიტიკისაგან თავს შევიკავებდი“.

TuttoMercatoWeb-ი წერს, რომ მოლაპრაკებები ერთ წელზე მეტია უშედეგოდ მიმდინარეობს, თუ ნეაპოლურმა კლუბმა ქართველის თანამშრომლობის გაგრძელებაზე დაყოლიება ვერ შეძლო, თვით კონტეს თანხმობით მისი ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება მოუწევს, ხოლო ღირებულება ფეხბურთელის მაღალი კლასის გათვალისწინებით 100 მილიონზე ნაკლები არ იქნება, რამდენსაც ზაფხულში პსჟ იხდიდა და დე ლაურენტისი ამის ნახევარ ფასად მის შემცვლელს იყიდის.

SKY Sport-ი ცნობით, კვარაცხელია „ემპოლისთან“ სასტარტოში იქნება.

KAXA
მე ვფიქრობ ლაურენტისის ოინ ბოზობაა.
გია_544
ეს მძორი (ხრწნადი) როგორ მოექცა სპალეტის და ოსიმენს გასხსოვთ? ეს დაინდობს კვარას?? ჩემპიონობის შემოქმედები შეიძულა ა.ჩ. უნდა მოვშორდეთ მანდაურობას! ღირსეულად მოვშორდეთ
გოგა
ხვიჩა თუ დასვეს სკამზე, ვერ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი, ხვიჩა გაცილებით მეტია, ვიდრე ვითომ ფეხბურთის მცოდნებს ჰგონიათ, არც კონტე დასვამს სათადარიგოზე, მაგრამ ნერეშსაც მისემს დროს, მასე ელმასის გამოდიოდა ხოლმე და გაქონდა გოლები, გუნდის კაპიტანი ხვიჩა და ლუკაკუ ხელშეუხებელია მანდ, ჯერ ჯერობით ასეა
დავით 67
აქ ადრე ხვიჩას ფულზე ნერვიულობდნენ ,ახლა აურელიოს ფულზე დაიწყეს ნერვიულობენ. ზოგიერთის აზრით,თურმე რამდენი ფული დაუკარგავს ნაპოლის პრეზიდენტს,ხვიჩას და ვიქტორის ერთად არ გაყიდვით. საკუთარ თავებს მიხედეთ და უყურეთ ფეხბურთს.
ლაშა
გაყიდონ ხვიჩა და კიდე 30 წელი ვერ ეღირსებათ სკუდეტო
გელა ხმიადაშვილი
"თუმცა ხვიჩა გუნდში ანაზღაურებით 25 ფეხბურთელს შორის ოცეულს მიღმაა" - ხვიჩას დიდი და აბდაუბდა კრიტიკის შემდეგ წერს ერთერთი იტალიელი ჟურნალისტი, შე დალოცვილო კაცი მუქთად ჩაიგდეთ ხელში და მესამე წელია უხელფასოდ ათამაშებთ, თან ეხლაც არ გინდათ ღორსეული ხელფასი გადაუხადოთ, არც სხვაგან უშვებთ, ვერ ვიგებ რა გინდათ ამ ბიჭისგან, თქვენ უხელფასოდ მუშაობთ ვინმე? აგენტმა უნდა გასაგებად უთხრას რომ, რამდენსაც გადაუხდით იმ დონეზე ითამაშებს, სულ ფეხებში ურტყამენ და რომ დაამტვრიონ მერე დე ლაურენტისი ითამაშებს მაგის მაგივრად? მე მგონი მაგათ მაგის ეშინიათ რომ მალე დაამთავრებენ და ხელფასის მომატება აღარ მოუწევთ!!!
პაპა
კვარას აგენტი პერეგავორებზე ამბობს თუ უზრდით ხელფასს მაშინ ჩვენი პირობებიც გვაქვს... თუ არა და კი თამაშობს მილიონ.სჩემტა დდ

ძირითადად გეთანხმები, მაგრამ იანვარში დიდი ფულის გადახდა ნაკლებად სავარაუდოა. ლავრენტა კი ბებერი ყეყეჩია და ტვინში რა გადაუტრიალდება არავინ იცის.
sandrex
ბიჭოოოო,110 მლნ.რომ შეეთავაზებინათ გაყიდიდა კი არა თავადაც გაყვებოდა,ნუ ხართ მასეთი ბრიყვები,ან რადგან ქართველია მიზანმიმართულად ნუ წერთ ტყუილებს,დამთავრდა 100+ მილიონების გადაყრა ჩვეულებრივ კარგ ფეხბურთელებში!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონებო, თუ იცით ის ამბავი, რომ თუ ნერეშით კვარა ჩააჩოჩეს, მაშინ კვარას ფასიც ჩაჩოჩდება და ოსიმენივით განახევრდება? თუ გაყიდვა უნდათ და თავში ტვინი აქვთ, ამას არ გააკეთებენ. თუ ნერეში კვარას შემცვლელად დაიგულეს იანვრის უქმეებზე კვარას გაყიდიან და მერე დააწინაურებენ ნერეშს. მანამდე კი შეცვლებზე გამოიყვანენ და დროს გაუზრდიან. გონიერი ბიზნესმენი ასე გააკეთებს და ლავრენტიც არ უნდა იყოს მთლად დაბდური. თუმცა ოსიმენის გაყიდვის დრო გამოეპარა და ვფიქრობ ჭკუა ისწავლა. სხვათაშორის მე ადრე ვწერდი, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ კვარა და ოსიმენი უნდა გაეყდა, 250 მილიონს მაინც აიღებდა მაშინ, ახლა კი ამ ფულის ნახევარი დაკარგულეა და რაც დარჩა ისიც თანდათან იკლებს.
xaba
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დასრულდა ერთი დიდებული ეტაპი, ხვიჩამ უნდა შეიცვალოს აგენტი, გამოეთხოვოს ნაპოლის და გავიდეს დიდ მსოფლიო საფეხბურთო ასპარეზზე, გამოსცადოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. მოვიდა დრო. წარმეტებები და შეუპოვარი ქმედებები.
კვარაცხელიას ბიძაშვილი
ნუ შეაზიზღეთ მთელ ქვეყანას ეს ბიჭი სისულელეების წერას მორჩით და სხვაც არსებიბს კვარას გარდა
ქ. გ.
მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს იმიტომ, რომ ნორმალური გამოსასყიდი თანხის ჩაწერა არ უნდა აურელიოს.
მირო
გიძვერა,წუწურაქი ლაურენტისი.ყველანაირად ცდილობს აჩვენოს ფეხბურთელებს,რომ მას უნდა დაჰყვნენ,თორემ პრობლემები შეექნებათ.ეს მისი შანტაჟია,რომ დაიყოლიოს კვარა თავის პირობებზე.წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიბრზე უდგება,როგორც ოსიმენს გაუკეთა და უფუჭებს ყველა გეგმებს.ნებისმიერ ფასად უნდა დააღწიოს ხვიჩამ თავი ამ კაცის კლაანჭებს.
ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
ნერესი "ნაპოლის" მომავალ ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
"ხვიჩა ბრუნდება - დე ლაურენტისი მისი ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის" - იტალიური მედია
"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
ნერესმა ტრავმა მოირჩინა და "ნაპოლის" დახმარებას შეძლებს
საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
ნერესი: "კვარას" მემკვიდრე ვარ? - ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში
კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლისთვის" დიდი დანაკლისი და პრობლემაა" - იტალიელი მწვრთნელი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ისწავლეთ დე ლაურენტისისგან" - ენრიკო ფედელე
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა