კვარაცხელია თუ ნერეში ძირითადში - კონტემ "ემპოლისთან" მატჩისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრისთვის, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება, შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავიდ ნერეშის სათადარიგოთა სკამზე დასმა უჭირს, რის გამოც მასსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა.

იტალიელმა საბოლოოდ, მაინც ქართველი ამჯობინა და ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის გუნდის წინააღმდეგ სწორედ ის იქნება.

"პარტენოპეის" რიგებში ორ ცვლილებას ვიხილავთ. მატიას ოლივეირა სანაკრებო პაუზის შემდეგ გა
დაღლილია და მის ადგილს ლეონარდო სპინაცოლა დაიკავებს, სტანისლავ ლობოტკას კი ბილი გილმური ჩაანაცვლებს.

Sportall.Ge

შეხსენებისთვის, "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 20 ოქტომბერს თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაბედავს, ლავრენტა გააბედინებს, ეს გაფრთხილება იყო
3
ვერ გაბედავს ხვიჩას ამოგდებას სასტარტო შემადგენლობიდან. ნაპოლიმ რომ წააგოს ხვიჩას გარეშე, გულშემატკივრები კონტესაც და აურელიოსაც ხმამაღლა გალანძღავენ.
ქ. გ.
13:38 19-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული