კიტეიშვილის დუბლი სახალისო გრაცულ დერბიში - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მეათე ტურში, გრაცულ დერბიში „შტურმმა“ აუტსაიდერი „გრაცერი“ 5:2 დაამარცხა.

თამაში სახალისო გამოვიდა: „შტურმი“ იუსუფ გაზიბეგოვიჩმა დააწინაურა, შემდეგ მის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, თუმცა შეიძლება ავტოგოლიც იყო. ასეა თუ ისე, გოლი ქართველს ჩაეთვალა. მეორე ტაიმში მიკა ბიერეტმა ანგარიში გაზარდა. მეტოქემ მალე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა, თუმცა მერე თანაქალაქელთა კარი ჯერ სეედიუ იატამ, ბოლოს კი კიტეიშვილმა დალაშქრა. ქართველმა დუბლი შეასრულა - მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 5 გოლი გაიტანა.

ოთარი 85-ე წუთზე შეცვალეს, ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო
(sofascore 8.7, flashscore 8.5) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

„შტურმი“ 22 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ ჩაატარებს.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - გრაცერი 5:2
გოლები: 1:0 გაზიბეგოვიჩი (34), 2:0 კიტეიშვილი (40), 3:0 ბიერეტი (50), 3:1 მადემერი (54), 3:2 როზენბერგი (56), 4:2 იატა (64), 5:2 კიტეიშვილი (79)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი გოლი ნაკრებშიც,რომ გაიტანო არა?!
ირაკლი
22:18 19-10-2024
0
ეხლა გაიგიჟებენ თავებს კლუბებში!!
ვახო
22:01 19-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული