როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და გოგლიჩიძემ?

AutoSharing Option
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი პენალტით „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა. „კვარა“ 76-ე წუთზე შეცვალეს, მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ კი 78-ე წუთამდე ითამაშა. მათი გარჯა ანალიტიკურმა სიტებმა შეაფასეს.

კვარაცხელია: flashscore 7.7, whoscored 6.7, sofascore 6.7.

გოგლიჩიძე: sofascore 6.8, flashscore 6.6 , whoscored 6.3.

„ნაპოლი“ 19 ქულით ლიდერია და 26 ოქტომბერს „ლეჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კი კონტე სახელიანი მწვრთნელია მარა დასაწყისში იმ 3-4-2-1-ში გუნდი უფრო ლაღად და შედეგიანად თამაშობდა, და რატომ შეცვალა 4-3-3-ზე არ ვიცი ალბათ მაკტომინეი რომ ჩამჯდარიყო ძირითადში და მე თუ მკითხავ დღეს შოტლანდიელი ნული იყონმოედანზე როგორც ანგისა და არამარტო დღეს. გაუმართლათ რომ მოიგეს ემპოლი წაგებას არ იმსახურებდა, ვულიცავ ყველას ხვიჩას გოლს მოკლედ ზეწოლაა კვარაზე და მის წარმომადგენლებზე ლაურენტისისგან და ამ უკანასკნელის ზეწოლით კონტესგან! თვალებზე ხელის აფარებაც სავარაუდოდ დაუნახაობის ხაზგასმა იყო! უბრალოდ ტეხავს რომ კონტე ათამაშდა ლაურენტისის მოთხოვნებით, კონტე კი არა მასზე დამოკიდებული ჟურნალიუგებიც თამაშობენ ნერვებზე. არაუშავს ხვიჩინიო. როგორც ინფორმაცია არსებობს გარკვეულწილად ხიჩას წარმომადგენლები შეეხნენ იმ წესის ამოქმედების საკითხსაც, რომლის მიხედვითაც მცირე გამოსასყიდით შეეძლება ხვიჩას წასვლა. ვნახოთ ვნახოთ, ცუდი ის არის რომ ხვიჩას თამაშზე აისახება ეს დაძაბულობა. იქეთ საბა გოგლიჩიძის სახით მეტად საიმედო მცველი ეზრდება ნაკრებს რომელსაც სულ ცოტა ხანში ტოპ კლუბის დონეზე შეუძლია ავიდეს.
M-33
17:17 20-10-2024
3
სავარაუდოდ კონტეს გადაწყვეტილება იყო კვარამ რომ დაარტყა

საბურთალო
18:33 20-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული