"თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს..." - იტალიური მედია წერს, რომ ეს ფრაზა კონტემ ცვლილებით განაწყენებულ კვარაცხელიაზე გამოიყენა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ემპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტით დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

"პარტენოპეის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი კვლავ, ამჯერად 76-ე წუთზე შეცვლა და CORRIERE DELLA SERA წერს, რომ ჩვენებური ამის გამო განაწყენებული იყო.

"კონტე ხვიჩას მეორე ტაიმის ნახევარი საათის შემდეგ ცვლის და მოედნიდან გასვლის დროს კვარაცხელიას სახეზე კარგი გამომეტყველება აშკარად არ აქვს.

ქართველს ეს სიტუაცია არ მოსწონს, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მატჩის შემდეგ კონტემ გააჟღერა ფრაზა, რომელიც აშკარად "კვარას" მისამართით იყო წარმოთქმული.

"თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს, შეუძლია ასპირინი გამოიყენოს. მათ უკან სხვა ფეხბურთელები დგანან", - განაცხადა კონტემ.

აღსანიშნავია, რომ შემრიგებრული სიტყვები სიტუაციის მიმართ არც გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა და თქვა, რომ თუ კვარაცხელია წავა, გუნდი ამ მდგომარეობას გადალახავს", - წერს CORRIERE DELLA SERA.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ლაურენტისის უმადური დედა ვატირე, ხვიჩამ გუნდის გაჩემპიონებაში ლომის წილი დაიდო და ამ უსინდისომ ცენტით არ მოუმატა ხელფასი. ეხლაც ძალიან აგდებულად ექცევა. ჩემი აზრით ხვიჩამ ნაპოლი უნდა დატოვოს, ის ყოველთვის იპოვის უკეთეს გუნდს.
David
22:23 23-10-2024
0
ან ესპანეთში ბარსელონაში მაგრად მინდა კვარა ვნახო.ან ჩაკვესავით ინგლისში.დადგება ჯანიანი და ფიზიკურად ძლიერი.
გიორგი
19:55 22-10-2024
0

სიახლეები პოპულარული