"პარტენოპეის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი კვლავ, ამჯერად 76-ე წუთზე შეცვლა და CORRIERE DELLA SERA წერს, რომ ჩვენებური ამის გამო განაწყენებული იყო.
"კონტე ხვიჩას მეორე ტაიმის ნახევარი საათის შემდეგ ცვლის და მოედნიდან გასვლის დროს კვარაცხელიას სახეზე კარგი გამომეტყველება აშკარად არ აქვს.
ქართველს ეს სიტუაცია არ მოსწონს, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მატჩის შემდეგ კონტემ გააჟღერა ფრაზა, რომელიც აშკარად "კვარას" მისამართით იყო წარმოთქმული.
აღსანიშნავია, რომ შემრიგებრული სიტყვები სიტუაციის მიმართ არც გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა და თქვა, რომ თუ კვარაცხელია წავა, გუნდი ამ მდგომარეობას გადალახავს", - წერს CORRIERE DELLA SERA.