"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sport-ის მიკროფონთან ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. როგორც "პარტენოპეის" მფლობელი აღნიშნავს, ქართველმა კლუბის ეკონომუკურ შესაძლებლობებს პატივი უნდა სცეს.

"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? - ფეხბურთელები, რომლებიც ახლა "ნაპოლიში" არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა.

ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს", - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე
ვერ თანხმდებიან. ხვიჩას მხარეს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მაგრამ "პარტენოპეი" მხოლოდ 6 მილიონს სთავაზობს. სათქმელია ისიც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 80 მილიონი ევროს ჩაწერა უნდა. 

alt"კვარაცხელიამ კონტე ვერ დაარწმუნა" - "ლეჩესთან" ხვიჩა სათადარიგო იქნება?

მკითხველის კომენტარები / 35 /
ყველა ხელშეკრულების მოშლა შეიძლება.გულდაწყვეტილი ვარ ნეაპოლელებზე,ხვიჩას ინტერესების დაცვას ლავრენტისგან არ ითხოვენ.
გიგა
02:41 25-10-2024
1
მე ერთი მაინტერესებს. ნეტავ არავინაა იტალიაში, ამ წუწურაკ ლაურენტისს პასუხი რომ გასცეს. ინვესტიციაო? ო! 10 მლნ ჩადო კვარაცხელიაში. ჰო ყველა თანხმდება, რომ მის გარეშე ჩემპიონობა არ იქნებოდა!!! ოსიმენი წინა წელსაც იყო, მერტენსა და ინსინიესთან ერთად და რა? ყველა ვარიანტში ხვიჩას წილი ჩემპიონობაში მინიმუმის მინიმუმი 50%. და რამდენი მოიგო ამით? რა? კიდევ ვალი აქვს იმ 10 მილიონიდან? რავა სააკიანივით სულ ტყუილებს ლაპარაკობს, აბოლებს ყველას.
alexandre
10:31 23-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული