
ჩემპიონშიფის მეთერთმეტე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ლიდსთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.1, whoscored 6.9, flashscore 6.6.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 16 ქულით მერვე ადგილზეა და 26 ოქტომბერს „ბლექბერნს“ მიიღებს.
ლიდსი. „ელანდ როუდი“
ლიდსი - უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 რამაზანი (4), 2:0 აარონსონი (7), 2:1 ბაა (47)