"ნეაპოლში ჩამოვიდა ქართველი, რომელსაც სამშობლოშიც არ იცნობდნენ" - იტალიელი ჟურნალისტის უკბილო ხუმრობა

AutoSharing Option
Transfermarkt-მა სერია A-ს ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ისევ 80 მილიონი ევროა და ნიკოლო ბარელასთან (ინტერი) ერთად ყველაზე ძვირადღირებულია. კვარაცხელია სექტემბერში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ცოტა უცნაურია, როდესც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება „ლეჩესთან“ მატჩში სათადარიგო იყოს.

რა თქმა უნდა, ეს „ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ხრიკებია, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა. Mediaset-ის ცნობით, კლუბი თანახმაა ქართველს ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ უკვე წელიწადში 6 მილიონზე მეტი გადაუხადოს.

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად „რენატეს“
სპორტულმა დირექტორმა ოსკარ მაგონიმ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, ლიდერია, 6 მილიონზე მეტს იმსახურებს, შეთავაზება მისი მოლოდინის შესაბამისი არ არის და ამის თაობაზე დე ლაურენტისს უნდა დაუსვან კითხვა.

ტელეკომპანია Televomero-სთან კვარაცხელიას შესახებ ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ ისაუბრა: „6-მილიონიანი შეთავაზება კარგია, არ მგონია ის წელიწადში 15 მილიონის გადახდას იმსახურებდეს, მაგრამ თუ პსჟ 11 მილიონს სთავაზობს... „ნაპოლი“ ყველას კეთილსინდისიერად ექცეოდა, დე ლაურენტისი ძალით არავის აკავებდა. ორი წლის წინ ფაბიანი, ინსინიე და მერტენსი წავიდნენ“. ბოლოს მან ვითომ ხუმრობით თქვა: „აქ ჩამოვიდა ქართველი, რომელსაც სამშობლოშიც არ იცნობდნენ. ფეხბურთელები არიან, მხოლოდ მათი მოძებნა უნდა შეგეძლოს. ამ სიტუაციაში დუმილი ოქროა. რაც უფრო არეულობაა, მით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს კლუბს“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კონტემ ალბათ ყველაზე კარგად იცის რომ ფეხბურთელს თუ შესაბამისი ანაზღაურება არა აქვს ის ვერ იქნება მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებული..მე ვფიქრობ რომ კონტე ცდილობს შეასრულოს მედიატორის როლი მასსა და ლავრენტას შორის..თუმცა ამის უფლება მას არა აქვს მაგრამ მისი ავტორიტეტის გამოყენებით აუცილებლად შეეცდება რადგან მას კვარას დაკარგვა ნამდვილად არ უნდა..2 წელი გადის და ბიჭს რატომ უნდა ჰქონდეს სანერვიულო საფიქრალი მის პირობებზე?..მიეცი ის რას ეკუთვნის და მხოლოდ ფეხბურთზე იყო და განვითარებაზე კონცენტრრებული..ეს მაშკა ღორი ვითომ ვერ ხვდება რამხელა ზიანს აყენებს ხვიჩასაც და მთლაინად გუნდსაც...რაც კვარა მოვიდა არცერტი სეზონი წამგებიანი არ ყოფილა ,,სერიზოული ფინანსრუი მოგებებეი მიიღო ლავრენტამ და ასეთ ბიჭს ანგარიშს არ უწევს...ეგეთია ყველა ღორი მეპატრონე..
ბუჯანგა
09:10 25-10-2024
2
ვშიშობ ოსიმენის გზას არ გაუყენონ ჩვენებური,ძალიან მინდა ვცდებოდე ჩემ სიტყვებში,მაგრამ..წუწურაქი და ჟმოტი პრეზიდენტის გადამკიდე რას უნდა ელოდო!
რაფო ენუქიძე
06:51 25-10-2024
2

სიახლეები პოპულარული