„ლეჩესთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უპასუხა.
- არ გაწუხებთ „კვარას“ კონტრაქტის განახლების საკითხი, რომელიც ზაფხულის შემდეგ გაიწელა? თქვენ მასთან ამაზე ისაუბრეთ?
- ამაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა, კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დეტალების კომენტირება არ მინდა. ამაზე და ციფრებზე კლუბმა და სპორტულმა დირექტორმა ისაუბრონ. მე კონკრეტულ დეტალებს არ ჩავუღრმავდები. შემიძლია გითხრათ, რას ვითხოვ ხვიჩასგან, რათა გააგრძელოს იმის გაკეთება, რასაც აკეთებს - კონცენტრირებულია, სერიოზულია, პროფესიონალია, სამაგალითოა. ეს სეზონი ჩვენთვის
მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, ისეთ შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც მხარეებს დააკმაყოფილებს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში , მე მისგან მოვითხოვ ბოლომდე დაიხარჯოს. სხვა არაფერი მაინტერესებს. ვერავითრ პრობლემას ვერ ვხედავ და ვნახოთ, რა მოხდება.
- მახასიათებლების მიხედვით ნერესი პოლიტანოზე უფრო კვარაცხელიას კონკურენტია. ვინ შეცვლის პოლიტანოს?
- „კვარასა“ და ნერესის თაობაზე გასულ პრესკონფერენციაზეც მკითხეთ. ყურადსაღებია, რომ როდესაც ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, რომლებიც ხუთი შემტევით გვიტევენ, აუცილებელია გარემარბებმა უკან დაიხიონ, მარჯვენა ფლნგზე ამას პოლიტანო აკეთებს, ან ნახევარმცველმა ხუთეულის შესაქმნელად სიღრმეში დაიწიოს, როგორც ამას სხვა გუნდები აკეთებენ. „ემპოლისთან“ შეგვეძლო ლობოტკა ან გილმორი უკან დაგვეყენებინა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია „კვარა“ და ნერესი ერთად იყვნენ მოედანზე. ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება პოლიტანოს, მისი შეცვლის ვარიანტებს ვარჯიშებზე ვამუშავებთ და ამაზე პასუხს მომავალში მიიღებთ.
კვარა ბოლომდე რომ დაიხარჯოს "ლავრენტამ" სულში და გულში არ უნდა ჩააფურთხოს. ჩამოყალიბებული პრეზერვატივია ეგ შობელძაღლი!
მოტივაცია ნულს ქვევითაა და კიდევ როგორ ახერხევს კვარა თამაშზე კონცენტრირებას, გასაკვირია?!
უსამართლოდ და უსინდისოდ ექცევია კვარას "ლავრო". მის გარეშე ჩემპიონობა კი არა მაჩანჩალა გუნდი იქნებოდა "ნაპოლი". არც ბიზნესის კუთხითაა გამართლებული "ლავროს" საქციელი. ნორმალური ვინ მოინდომებს მასთან ურთიერთობას?!
რაც შეეხება ნერეშს, ჩემი აზრით ის ეპიზოდის "იგროკია" და მასზე გუნდს ვერ ააწყობ! ის მაინც პოლეტანოს შემცვლელადაა მოყვანილი. ახლა ასე სჭირდებათ და იყენებენ კვარაზე ზეწოლისთვის.
და ეს ყოველივე კონტემ კარგად იცის!!!