ზივზივაძის მეშვიდე გოლი - "კარლსრუე" სახლში "ჰერტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰერტასთან“ 1:3 დამარცხდა.

სტუმრები დებიუტში მაზამ დააწინაურა, შემდეგ მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ვანიტცეკმა პენალტი ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს გაარტყა). პირველი ტაიმის კონპენსირებულ დროში კი ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა. მან ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, მიმდინარე ჩემპიონატზე მეშვიდე გოლი გაიტანა და თანაბომბარდირია. მეორე ტაიმში ბერლინურმა გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.0 , whoscored 7.7, flashscore 7.6.

„კარლსრუე“ 19 ქულით მესამე ადგილზეა და
მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს, თასზე ოფენბახში „კიკერსთან“ ჩაატარებს.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - ჰერტა 1:3
გოლები: 0:1 მაზა (9), 1:1 ზივზივაძე (45+3), 1:2 ზეეფეიკი (49), 1:3 ნიდერლეხნერი (58)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (31, კარლსრუე)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, ბუდუ! თანდათან მივაჩვიეთ ევროპა და მსოფლიო ქართულ გოლებს. წარმატებები ბუდუს და საქართველოს ნაკრებს!
თენგაბი
05:32 27-10-2024
0

სიახლეები პოპულარული