ლობჟანიძის მორიგი გოლი მესის გუნდთან - "ატლანტა იუნაიტედი" "მაიამის ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS Cup-ის პირველ რაუნდში "ატლანტა იუნაიტედი" "მაიამის ინტერთან" 1:2 დამარცხდა.

"ატლანტას" რიგებში გატანილი გოლით თავი საბა ლობჟანიძემ გამოიჩინა.

მე-2 წუთზე ანგარიში "ინტერის" ფორვარდმა ლუის სუარესმა გახსნა, 39-ე წუთზე კი საბამ წონასწორობა აღადგინა.

მე-60 წუთზე ლიონელ მესის საგოლე პასით ხორდი ალბამ "ფლორიდელები" წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ატლანტაში 3 ნოემბერს გაიმართება, მიმდინარე სეზონში საბას ანგარიშზე 10 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია.

altლობჟანიძემ მესის გუნდს კვლავ გაუტანა - უხვგოლიანი მატჩი MLS-ში [VIDEO]

altსაბა ლობჟანიძემ "დისი

იუნაიტედს" შესანიშნავი გოლი გაუტანა [VIDEO]

alt"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

მკითხველის კომენტარები / 7 /
სანიოლის ვერ გამიგია ამ საკითხში ვერაფერი რა..
საბა სპრინტია..მარჯვენა ფლანგზე მშვენიერია სადაც ნაკრებს ალტერნატივა არ ააქვს კაკაბაძეს გარდა თან ტიპი ყველაზე სწრაფია ნაკრებში, შეცვლაზე რომ შემოიყვანოს 20-30 წუთით როცა გვიჭირს ვფიქრობ მაგაზე მაგარი შეცვლა სკამიდან მარჯვენა ფლანგზე დღესდღეობით არ გვყავს..
შავი კაცი
14:13 26-10-2024
2
აუცილებლად უნდა დააბრუნონ ლობჟანიძე ნაკრებში, ბოლოს და ბოლოს მესის წინააღმდეგ თამაშობს კაცი.
გიზო
13:21 26-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული