ბუდუმ ისევ გაიტანა - "კარლსრუე" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის 1/16-ფინალში „კარლსრუემ“ გასვლაზე რეგიონული ლიგის „კიკერსი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ანგარიში 61-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, მეორე გოლი კი მარსელ ბეიფუსმა 72-ე წუთზე გაიტანა. ქართველი 84-ე წუთზე შეცვალეს.

„კარლსრუე“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს გასვლაზე „ჰანოვერთან“ ჩაატარებს.

ოფენბახი. „სპარდა-ბანკ-ჰესენი“
კიკერსი - კარლსრუე 0:2
გოლები: 0:1 ზივზივაძე (61), 0:2 ბეიფუსი (72)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კლასნი გოლია! ბუდუ, ბუდუ, ბუდუ!!!
1
სუფთა 9 ნომრის ინსტიქტები და მოძრაობები აქვს ბუდუს.
100%
02:04 30-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული