სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ცოტა ხანში კი მენიანის კარი ლუკაკუმ დალაშქრა. ამას მასპინძელთა უშედეგო იერიშები მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ხვიჩამ „როსონერის“ თქვენი მოწონებული გაუტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეხუთე გოლია - აგრეთვე ორი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „მილანმა“ ზეწოლა გააძლიერა, მორატას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. სწრაფი კონტრიერიშისას „კვარამ“ მაკტომინეი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. მწვრთნელმა კონტემ 77-ე წუთზე ქართველი ნერესით შეცვალა, ხოლო ნეაპოლურმა გუნდმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით ლიდერია და 3 ნოემბერს „ატალანტას“ მიიღებს.
მილანი - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (5), 0:2 კვარაცხელია (43)