გოგლიჩიძე გააძევეს - "ემპოლი" სახლში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეათე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე მარკუს ტიურამს ეუხეშა, ჯერ მსაჯმა მატეო მარკეტიმ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-მა მომენტის გადამოწმება ურჩია, არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა, ქართველს ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა და 31-ე წუთზე გააძევა.

გოგლიჩიძემ სერია A-ში მერვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამწუხაროდ, დისკალიფიკაციის გამო 4 ნოემბერს "კომოსთან" ვერ ითამაშებს.

„ინტერი“ 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 4 ქულით ჩამორჩება, „ემპოლი“ კი 11 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი -
ინტერი 0:3

გოლები: 0:1 ფრატეზი (50), 0:2 ფრატეზი (67), 0:3 მარტინესი (79)

მკითხველის კომენტარები / 4 /
არა უჭირს. ახალგაზრდაა და ბრძოლაში ჩართულმა ვერ მოზომა. განძრახ უხეშობა არ ყოფილა რაც მთავარია.
გამოცდილებას მიიღებს და მომავალში გაითვალისწინებს.
წარმატებები საბას და საქართველის ნაკრებს!
ნაკრებს კარგი ბიჭი ეზრდება!!!
G.A.L.
08:44 31-10-2024
0
არა უშავს საბა, ასეც ხდება, დაისვენებ ცოტას და დაიბრუნებ ადგილს ძირითადში
ბს
08:21 31-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული