"ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს "რეალმა" კვარაცხელია იყიდოს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ჟერარდო ფასანომ AreaNapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან იმის შესახებ თქვა, რა შემთხვევაში შედგება ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი მადრიდის "რეალში" მომავალ ზაფხულს.

"ხვიჩას არასდროს დაუმალავს, რომ "რეალის" გულშემატკივარია. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, მან თავისი ოცნება მომავალ ზაფხულს აისრულოს და მადრიდული გუნდის ფორმა მოირგოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "სამეფო კლუბს" ვინისიუსი დატოვებს და საუდის არაბეთს მიაშურებს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, "რეალმა" სწორედ ფოკუსირება კვარაცხელიაზე მოახდინოს", - განაცხადა ფასანომ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გაანებეთ ამ სისულელეებს თავი!
ხუტა
04 ნოემბერი 2024 10:18
4
ბაზარი არაა ))))))
დინამოელი
03 ნოემბერი 2024 23:13
0
ღმერთმა გვისმინოს კვარა რეალში, მაგრამ მეეჭვება რატომღაც, ეგ ორი წელი მაინც, ეხლა ჩემი აზრით კვარას პრემიერ ლიგა მოუხდება ძალიან
ბეგი
03 ნოემბერი 2024 19:06
0

სიახლეები პოპულარული