პარარელურად, "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ გუშინ DAZN-თან საუბარში თქვა, რომ ხვიჩასთან და მის გარემოცვასთან ღია დისკუსიები მიმდინარეობს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში იპოვონ გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე აღარ გაიმართება.
მოგეხსენებათ, "პარტენოპეი" კვარაცხელიას გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს სთავაზობს, ქართველის მხარე კი 8 მილიონს ითხოვს.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენებურს შრომით ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს