უმადურები - ტიფოზების შეტევა ხვიჩაზე სოციალურ ქსელებში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მეასე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შვილმა, ედომ „ატალანტასთან“ შეხვედრის დაწყებამდე ქართველს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

AreaNapoli წერს, რომ ბერგამოელებთან „კვარა“ არ ბრწყინავდა, თუმცა თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო, კრიტიკა კი ყველაზე მეტად ხვიჩამ დაიმსახურა. აღნიშნულია, რომ კლუბის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფსევდო-გულშემატკივრები ხვიჩას აბსურდული ბრალდებებით დაესხნენ თავს, რომელიც მათი აზრით, ისე იქცევა, თითქოს „ნაპოლი“ უყვარს. CalcioNapoli24-მა ნამატჩევს ტიფოზებს კომენტარების გაკეთება სთხოვა და უმეტესობა კვარაცხელიას აკრიტიკებს. ყველას უცბად დაავიწყდა ფეხბურთელის დამსახურება, რომელიც გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღაურებადია.

„რეპუბლიკას“
ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ამჯერად ლუკაკუ და კვარაცხელია ვერაფრით დაეხმარენ, რომლებმაც გუნდს „მილანთან“ გამარჯვება მოუპოვეს, მაგრამ დე ლაურენტისის სასიხარულოდ ქართველის ჯამაგირი ბელგიელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლებია, თან რვა წლით უმცროსია და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადია.

Ilmattino დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზს უსვამს, რომ ხვიჩა თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში ჩემოდნებს ჩაალაგებს და ნეაპოლიდან აიბარგება.

altდრო ჩაირთო - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

altტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? - როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვინც კვარას აკრიტიკებთ, აიღეთ ნებისმიერი ფლანგელი ან ნებისმიერი ფეხბურთელი და და დაიწყეთ მასზე დაკვირვება, ვთქვათ სალაჰი ან გრილიში და არ გამოტოვოთ მათი არცერთი თამაში. 10-15 თამაშს გადახედეთ და შეადარეთ, ვინაა უფრო სტაბილური და უფრო მეტი შემომქმედი მოედანზე. ვინ ქმნის მეტ განსხვავებას მოედანზე. დაინახავთ, რომ კვარა ბევრად აღემატება ყველას ყველაფერში. ყველა თამაშს ვერავინ ვერ თამაშობს უმაღლეს დონეზე. არ დაგავიწყდეთ მისი ხელფასი.
ტიფოზებს და ქართველ ვაიგულშემატკივრებს
11:44 05-11-2024
1
ეგ არ არის ახალი ამბავი, ზოგადად სამხრეთ იტალიაში ტიფოზები არიან ცნობილი თავისი უმადურობით... ლაციოში გადასული მენდიეტა თავის დროზე წერდა, უცებ ცაში აგიყვანენ და პირველივე ფეხის დაცდენაზე მიწაზე დაგანარცხებენო
papai
11:06 05-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული