უმადურები - ტიფოზების შეტევა ხვიჩაზე სოციალურ ქსელებში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მეასე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შვილმა, ედომ „ატალანტასთან“ შეხვედრის დაწყებამდე ქართველს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

AreaNapoli წერს, რომ ბერგამოელებთან „კვარა“ არ ბრწყინავდა, თუმცა თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო, კრიტიკა კი ყველაზე მეტად ხვიჩამ დაიმსახურა. აღნიშნულია, რომ კლუბის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფსევდო-გულშემატკივრები ხვიჩას აბსურდული ბრალდებებით დაესხნენ თავს, რომელიც მათი აზრით, ისე იქცევა, თითქოს „ნაპოლი“ უყვარს. CalcioNapoli24-მა ნამატჩევს ტიფოზებს კომენტარების გაკეთება სთხოვა და უმეტესობა კვარაცხელიას აკრიტიკებს. ყველას უცბად დაავიწყდა ფეხბურთელის დამსახურება, რომელიც გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღაურებადია.

„რეპუბლიკას“
ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ამჯერად ლუკაკუ და კვარაცხელია ვერაფრით დაეხმარენ, რომლებმაც გუნდს „მილანთან“ გამარჯვება მოუპოვეს, მაგრამ დე ლაურენტისის სასიხარულოდ ქართველის ჯამაგირი ბელგიელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლებია, თან რვა წლით უმცროსია და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადია.

Ilmattino დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზს უსვამს, რომ ხვიჩა თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში ჩემოდნებს ჩაალაგებს და ნეაპოლიდან აიბარგება.

altდრო ჩაირთო - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

altტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? - როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს...

მკითხველის კომენტარები / 19 /
თქვე დალოცვილებო, ხვიჩას ვენაცვალე ჯიგარში და კაცობაში მარა,, კვარას გარდა აღარა გვყავს ფეხბურთელები, ან ქოჩორაზე და კიტეიშვილზე, დაწერეთ რამე, ან ჩაკვეზე და ბუდუზე ან რავიცი რამდენი გვყავს მაგარი ბიჭები. მარტო მიქაუტაძე და კვარა კარგით რა ...გაუმარჯოს საქართველოოოს
სამართლიანი
14:56 05-11-2024
2
18 წლის ასაკში გამოჩნდა პირველად და მას შემდეგ მისი გულშემატკივრობა არ შემიწყვეტია. იმ ჭაობშიც ჩავყევი, სადაც თამაშობდა და კრილია სოვეტოვის, ვოლგოგრადის როტორის და გროზნოს ახმატის წინააღმდეგაც ვგულშემატკივრობდი. ბევრი ეჭვით რომ უყურებდა მე მაშინაც მჯეროდა მისი.
რაღაც სულელურ ჭორებს რომ უვრცელებდნენ, არასოდეს არავის ავყოლილვარ, რადგან ზუსტად ვიცოდი იქ დარჩენას არ აპირებდა და დიდ ფეხბურთში ჰქონდა ოცნებები.
საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშა, ზუსტად ვიცოდი რამხელა გზაც ელოდა წინ და ყველაფერს ვაკეთებდი თამაშებზე დასასწრებად, რადგან მსოფლიო დონის ვარაკვლავის თამაში სანამ დრო იყო ლაივში მენახა.
როგორც გულშემატკივარმა, უამრავი რთული პერიოდი გამოვიარე და ზოგჯერ უიმედოდაც ვიყავი, რადგან ბრბო ყოველთვის მზად იყო ყველაზე გამორჩეული გაეთელა.
არასოდეს ამ ქვეყანაში არცერთ ფეხბურთელს/სპორტსმენს იმხელა წნეხი არ ჰქონია, რამდენიც კვარას. ტრავმის გამოგონებასაც კი აბრალებდნენ, როცა ვერ ითამაშებდა, მაშინ როდესაც სხვების ტრავმას თუ ჯანმრთელობის პრობლემებს გაგებით ეკიდებოდნენ.
ასეთი ბოროტებისთვის და სიბინძურის ნიაღვრისთვის გაგვიძლია მის გულშემატკივარს და ვიღაც უმადურ ნეაპოლელებს მოვაშლევინებთ ნერვებს?
თან ზუსტად ვიცი, ეგ არ არის უმრავლესობის აზრი. ვისაც ინსტაგრამი გაქვთ და ხვიჩას პირად გვერდს თვალს ადევნებთ, იქ ნახეთ ნამდვილი ტიფოზების კომენტარები. როგორ ეხვეწებიან დარჩენას და თუ მაინც წახვალ, აქ სულ შენი სახლი იქნებაო-უწერენ.
ეს გადამეტებული აგრესია იმ უკიდურესი სიყვარულის და ფანატიზმის შედეგია, რაც მის მიმართ აქვთ. სადაც ითამაშა, ყველგან ასე იყო.
არ მახსენდება არცერთი წაგება, როცა ხვიჩასთვის არ დაებრალებინოს ბრბოს და მისი კარიერის დასასრული არ ეწინასწარმეტყველოთ. 19 წლის ხვიჩაზეც ზუსტად ეგ ამბები იყო, რაც ახლა... უბრალოდ ახლა უფრო დიდი მასშტაბითაა :)
რუბინის ხვიჩაზეც იგივე იწერებოდა, როტორს ვერ გაუტანა და რა უნდა სერია ა ში, მილანს და იუვეს გაუტანსო?
ისე აუხდეს ხვიჩას და მის გულშემატკივარს ყველაფერი.
სერია ა ში პირველ ადგილზე მისი წყალობით არიან, რამდენ თამაშში იყო გადამწყვეტი და ერთი თამაშის წაგების გამო ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს ყოველ წელს სკუდეტოს იგებდეს და ლიგის ფინალში გადიოდეს გუნდი.
თითქოს გასავარდნ ზონაში იყოს და ხვიჩას შეცდომის გამო ვარდებოდეს. ეს ფანატიზმი და უკიდურესობები სასაცილოდაც არ გვყოფნის.
ამასაც გადაიტანს ხვიჩა და მისი გულშემატკივარი, ეგ ხალხი კი როგორც ახლა ყიჟინებს, ისე იყიჟინებს გოლის გატანის დროსაც. ჰეითერები საჭიროა მაგრამ ნამდვილ გულშემატკივართან შანსი არ აქვთ :)
Spain
14:34 05-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული