"ახლა ფეხბურთი მეორეხარისხოვანია" - "ვალენსიასა" და "ლევანტეს" მატჩები არც ამ კვირაში გაიმართება

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ბინადარი გუნდები თავის საფეხბურთო მატჩებს არც ამ კვირაში გამართავენ. გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" 9 ნოემბერს გასვლაზე "ესპანიოლს" უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა "ღამურების" განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლა ფეხბურთი მეორეხარისხოვანია და ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მათზე, ვინც ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.

ლა ლიგა 2-ში გადაიდო ამავე ქალაქის ბინადარი გუნდის გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტეს" თამაშიც. ჩვენებურის კლუბის მეტოქე 10 ნოემბერს გასვლაზე "ტენერიფე" უნდა ყოფილიყო.

შეხსენებისთვის, ვალენსიაში ძლიერ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ უკვე არაერთხელ ვიგემეთ სტიქიით გამოწვეული ადამიანების სხვერპლის სიმწარე და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ესპანელებს და განსაკუთრებით ვალენსიელებს.სხვა გზა არ არის,უნდა გამაგრდნენ და ერთობლივად გაუმკლავდნენ ამ უბედურებას.ვიცი,რომ ასეც ხდება ეს კიდევ ერტხელ მარწმუნებს,რომ გადამწყვეტ წუთებში,სიკეთე მაინც წინ გამოდის ადამიანებში და ერთად ებრძვის ყველანაირ განსაცდელს თუ ბოროტებას.აქ ძალიან ბევრი ძალიან კრიტიკულად ვუდგებით ვინისიუსის პიროვნებას,თუმცა მისი ინიციატივით,ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი თანხა შეაგროვეს ვალენსიაში დაზარალებულთა დასახმარებლად და თუ გავიხსენებთ,რა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პირველ ყოვლისა ვალენსიელ ფეხბურთის გულშეატკივრებთან,ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ გაჭირვება გვაერთიანებს და განსაცდელი ყველაზე უკეთ გამოაჩენს ადამიანის ჭეშმარიტ სახეს.მე პირადად,ვინისიუსის შეფასებებში ამის შემდეგ გაცილებით უფრო თავშეკავებული ვიქნები.მისი როგორც ფეხბურთელის შეფასებაში,როგორც ბრწყინვალეს,ისე ვაფასებდი,ყოველთვის,მაგრამ მის მორალურ სახესთან ვიყავი ძალიან კრიტიკულად განწყობილი და აღმოჩნდა,რომ მთლად მასეც არ ყოფილა საქმე.ჭკუის სასწავლია!
სოსო
17:52 07-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული