მიქაუტაძის 61 წუთი - "ლიონი" სტუმრად "ჰოფენჰაიმს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეოთხე ტურში „ლიონმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში დააყენა და 61-ე წუთზე შეცვალა - შეფასებები: sofascore 7,0, whoscored 6.7, flashscore 6.8.

თავიდან თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ჟანდრემ დააწინაურა. მალე აბნერმა ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში ალეკსანდრ ლაკაზეტმა "ლიონი" წინ გაიყვანა, თუმცა ბოლოს "ჰოფენჰაიმმა" გოლის გატანა შეძლო და ფრეს მიაღწია.

„ოლიმპიკი“ 7 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 28 ნოემბერს ბაქოში
ყარაბაღთან“ გამართავს, უახლოესი შეხვედრა კი 10 ნოემბერს ლიგა 1-ში სახლში „სენტ-ეტიენთან“ აქვს.

ჰოფენჰაიმი. „პრეზერო არენა“
ჰოფენჰაიმი - ლიონი
გოლები: 1:0 ჟანდრე (47), 1:1 აბნერი (66), 1:2 ლაკაზეტი (90+3), 2:2 ტოჰომჯუ (90+5)

altმიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონმა" სტუმრად "ლილთან" ქულა გადაარჩინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული