ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველია, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"რამდენად მნიშვნელოვანი იქნება "ინტერთან" ლობოტკას თამაში? ის გილმორთან შედარებით სხვა კლასის ფეხბურთელია. შოტლანდიელი უფრო საყრდენია, ნაკლები ტექნიკური უნარები გააჩნია, თუმცა მეტი ტაქტიკური თვისებების მქონეა. რას უნდა ველოდოთ მაკტომინეისგან კვირას? ერთი პრობლემა არსებობს, შეტევაში წინაა წაწეული და სივრცეს იკავებს, რომელზეც კვარაცხელია უნდა მოქმედებდეს. ქართველი ამ პოზიციაზე ბურთს იჭერს და იერიშებს იწყებს. შედეგად ის ქართველს გოლის გასატანად არეალს უზღუდავს. როგორც კონტემ თქვა, ბოლო მატჩებში მაკტომინეი ცენტრში დააყენა, რათა მოედნის შუა ნაწილში ეფექტურობა უზრუნველყოს.

მეორე პრობლემა - ლუკაკუ ყოველთვის ბომბარდირი იყო და გუნდზე ნაკლებად მუშაობდა, ასე იყო ლაუტაროსთან და დიბალასთან ერთად თამაშისას. შესაძლოა, მას და კვარაცხელიას უფრო გამართულად ურთიერთმოქმედება მართებთ და უკვე შემდეგი შეხვედრიდან საჭიროა 15 მეტრით წინ წაიწიონ. მაკტომინეიმ ბურთის დაკარგვისას უკან უნდა დაიხიოს და თავდასხმაში მისი ყოფნა აუცილებელი არ არის.

კლუბის მიზანი მხოლოდ ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ არის. აგიხსნით: წინააღმდეგ შემთხვევაში 150 მილიონ ევროს ფეხბურთელების ტრანსფერებზე და 20 მილიონს მწვრთნელებზე არ დახარჯავდნენ, არც კონტეს მიიწვევდნენ. მიმდინარე ჩემპიონატზე "ნაპოლის" ლიდერობას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა მატჩები ცოტა გაჭირვებით მოიგეს. "ატალანტა" არასტაბილურია, ნებისმიერის მშრალი ანგარიშით დამარცხება და ასევე "კომოსთან" წაგება შეუძლია. ჩემი აზრით, სკუდეტოს მოსაგებად მზად არაა, ნეაპოლურ გუნდს კი მუშაობის სწორად წარმართვის შემთხვევაში ამის შესაძლებლობა გააჩნია".

"რებუბლიკა" ვარაუდობს, რომ კონტე ძველ ტაქტიკას დაუბრუნდება, ხვიჩას ლუკაკუსთან ერთად წინა ხაზზე დააყენებს, რამეთუ მაკტომინეის ზევით აწევამ დუეტის კავშირი თანდათან შეამცირა და მიზანი აღდგენაა.

ჯუბო
ჩემი აზრით ჯობია ხვიჩამ დროზე დატოვოს ეს მაფიოზების გუნდი. უფრო მეტი განვითარებისთვის.
q
როცა გავიგე, რომ ნაპოლი მაკტომინეის ყიდულობდა,ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ის მარტო მიათრევდა მანიუს, პლუს შოტლანდია პირველ ადგილზე გაიყვანა ჯგუფში, სადაც ესპანეთიც იყო, მაგრამ რაც მის თამაშს ვაკვირდები, მართლა ძალიან უშლის ხელს კვარას, ძალიან ხშირად არ ან ვერ აძლევს პასს ხვიჩას, გასაგებია, რომ ძალიან უნდა გოლით აღნიშნოს ნაპოლიში გადასვლა, მაგრამ ამითი ყველა ზარალდება, კვარაც და ნაპოლიც.
ბესო
კონტე არ იყო, კვარა განსაკუთრებულია და მთელი ნაპოლი მასზე უნდა გადავაწყოო? ახლა ნერეში გახდა კვარას მეტოქე? სად კვარა, სად ნერეში...ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ სიცრუეს და ფარისევლობას არ მოერიდებიან მიზნის მისაღწევად...კიდევ კარგი, კვარა ბოლომდე არავის ენდო და კონტრაქტს ხელს არ აწერს...ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაიზარდოს კვარა ნაპოლში იმ ატმოსფეროში, რომელშიც ბებერი ინტრიგანი და შათლახი ლაურენტესი ამყოფებს...
nedved
მაკტომინეი თავის სტატისტიკაზე და ლუკაკუს მომარაგებაზეა გადართული, ყველა პოზიციიდან ურტყამს როცა ეგ ვაბშე არაა ნახევარმცველის საქმე და ჯობია ფორვარდებამდე მიიტანოს ბურთი დროულად
მირო
მაკტომინაი ცდილობს დაამტკიცოს,რომ კვარასა და ლუკაკუზე ნაკლები არაა და უფრო თავის თავისთვის ირჯება ვიდრე პასებით მოამარაგოს თავდასხმა.მონდომებულია,მაგრამ კვარასა და ლუკაკუსთვის ბევრს ვერაფერს აკეთებს.კვარას ფაქტიურად თვითონ უხდება ბურთის მოპოვება.მომარაგება რომ ჰქონდეს კვარა ბევრად უფრო სასარგებლო იქნება.
სოსო
კონტემ ჯერ ვერ იპოვა ლუკაკუ, კვარა,მაკტომინეის ურთიერთქმედების საუკეთესო სქემა.თუ მაკტომინეი და ხვიჩა,ფლანგზე და ცენტრისაკენ შემოწევის დროს,ურთიერთ ჩანაცვლებას ავტომატურამდე მიიყვანენ და ბურთს ცენტრში უფრო სწრაფად ამოძრავებენ,შეტევის ხაზი,ბევრად სახიფათო და შედეგიანი გახდება.იქ სადაც ხვიჩას ტექნიკა ვერ გასჭრის,მაკტომინეის ფიზიკა და მობილურობა რომ ჩაანაცვლებს,მეტოქის დაცვას ძალიან გაუჭირდება.ამის გაკეთება შეუძლებელი არ არის,უბრალოდ დრო სჭირდება და ამბიციების შეზღუდვა.ააქ უფრო მაკტომინეის ვგულისხმობ,რადგან თავისი ნატურით,ის მუდამ წინ დგომის სურვილით გამოირჩევა.მარიო რუი,იმით იყო კარგი,რომ ხვიჩა ზონას უთავისუფლებდა და მის ზონაში შევარდნილი,კარგად ამწვავებდა სიტუაციას.მაკტომინეის უფრო დიდი ფართობის ათვისება შეუძლია,მაგრამ ეს გააზრებულად უნდა გააკეთოს და პარტნიორებს არ შეუზღუდოს,სივრცე.ეს არის კონტეს გასაკეთებელი და თუ მოახერხა,მაშინ ნაპოლის მარცხენა ფრთა,შეუჩერებელი იქნება,რადგან საჯარიმოს წინა ხაზთან,მარცხენა მხრიდან,ორივე ფეხბურთელს შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და კარში დარტყმა,იქვე გვერდით კი,ასეთივე პარტნიორის ყოლა,დაცვას მხოლოდ ერთზე კონცენტრირების საშუალებას არ მისცემს.კვარას სამ კაცს ვეღარ დაუყენებენ და ვერც მაკტომინეის გადაუკეტავენ შეტევის გზებს.კვარას 15 მეტრით ზემოთ აწევა,მას ბოლო მესამედში თამაშის აუცილებლბას მოუხსნის და იქიდან წინ გაქცევაც,გაცილებით ადვილი გახდება კვარასათვის.ეს მოკლებული 15 მეტრი,შეტევის ბოლოს,კვარას გაცილებით უფრო ეფექტურად თამაშის საშუალებას მისცემს,რადგან მუხლში კიდევ ექნება ძალა და სიზუსტე.გაიხსენეთ ზურიკოს 2-3 წლის წინანდელი თამაში,როცა საკუთარი დაცვიდან მიჰქონდა ხოლმე ბურთი,მთელ მოედანს დრიბლინგით გადაკვეთდა,მაგრამ საჯარიმოს ხაზთან ძალა აღარ ჰყოფნიდა და მომენტებს ლოგიკურად ვეღარ ამთავრებდა.ახლა უფრო ზემოთ არის აწეული და მისი შედეგიანობაც საგრძნობლად გაიზარდა.გრძელი რეიდის დროს,ყოველ ზედმეტ ნაბიჯს,უდიდესი ენერგია მიაქვს.მით უფრო,ამ დროს ვიღაცაც თუ გებრძვის და ფიზიკურ კონტაქტშია.
goga
მაკტომინეი წინ და ხვიჩა უკან, აბა რაა, აბა რააა ასე არ ჯობია. ისე, კონტემ რომ კვარა, ოლივეირას ადგილზე დააყენოს, მთელი იტალიური საფეხბურთო სტაფი შვებით ამოისუნთქებს.
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
"როდესაც აკრიტიკებთ, ნუ გავიწყდებათ, რომ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა
"კვარა" სლალომისტია, ნერესი კი მხოლოდ მოთხილამურე" - ფედელე ვითარებას ისევ ობიექტურად აფასებს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
ფედელე: "კვარას" მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ - კარტოფილის ტომარა
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"როცა დე ლაურენტისზე ეს გავიგე, გადავირიე" - ფედელე
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა