ჩაკვეტაძე ნაკრებში ჩინებულ ფორმაში მოდის - "უოტფორდმა" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეთხუთმეტე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ოქსფორდს“ 1:0 მოუგო.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო, პარტნიორებს არაერთი შანსი შეუქმნა, თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ჯეიმი კამინგი. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასებებიც მიიღო: flashscore 7.7, sofascore 7.3, whoscored 7.2. გიორგი ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოში გამოემგზავრება და ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში დაეხმარება.

„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 25 ქულით მეოთხე ადგილზეა და 23 ნოემბერს გასვლაზე „პლიმუთს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - ოქსფორდი 1:0
გოლი: ბაიო
(54)

altჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "სუონსისთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან ცოტაა თამაში, რომლის ყურებისას, ასე ვისიამოვნე. სასწაულია ამ ბიჭის თამაშის ყურება. საცოდაობა არ იყო ის ტრამვა? ეხლა უკვე სად იქნებოდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამ წარმოუდგენლად მაგარ ბიჭს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
20:09 09-11-2024
0
მიდი გიორგი, მალე ტოპგუნდში გელით, გაგვიმართლე იმედები, რომელიც ყაზახეთის გოლის შემდეგ ჩაგვინერგე !!!
გიზოგ
14:21 09-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული