შეხვედრის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"საოცარია იმის ხილვა, როგორ ატარებს ბურთს გიორგი და რამდენ შანსს უქმნის თანაგუნდელებს, თანაც ამ ყოველივეს წნეხის მიუხედავად აკეთებს.
ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ მისი თამაშის ყურება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ის ნამდვილად ტოპ ფეხბურთელია. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი ფეხბურთელი მინახავს და შემიძლია
დიდებული სანახავი და აღმაფრთოვანებელია, როგორი სიმშვიდით გამოირჩევა ის მოედანზე. გიორგიმ თავის მონაგარს გოლებიც უნდა დაუმატოს და პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება", - თქვა კლევერლიმ.
ჩაკვეტაძე ნაკრებში ჩინებულ ფორმაში მოდის - "უოტფორდმა" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]