"ჩაკვეტაძე დიდებული და აღმაფრთოვანებელია! თუ ამას გააკეთებს, პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება" - "უოტფორდის" მწვრთნელი ქართველზე

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-15 ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ოქსფორდი" 1:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელთა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა, რომელიც მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"საოცარია იმის ხილვა, როგორ ატარებს ბურთს გიორგი და რამდენ შანსს უქმნის თანაგუნდელებს, თანაც ამ ყოველივეს წნეხის მიუხედავად აკეთებს.

ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ მისი თამაშის ყურება ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. ის ნამდვილად ტოპ ფეხბურთელია. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი ფეხბურთელი მინახავს და შემიძლია
ჩაკვეტაძე მათ გავუთანაბრო.

დიდებული სანახავი და აღმაფრთოვანებელია, როგორი სიმშვიდით გამოირჩევა ის მოედანზე. გიორგიმ თავის მონაგარს გოლებიც უნდა დაუმატოს და პრემიერ ლიგის ტოპ ოთხეულის დონის მოთამაშე გახდება", - თქვა კლევერლიმ.

altჩაკვეტაძე ნაკრებში ჩინებულ ფორმაში მოდის - "უოტფორდმა" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიო დააფასე ეს ადამიანები ვინც ასე გიდგანან გვერდში და გადაყოლილები არიან შენზე. ასეთებს ბევრს ვერ ნახავ, განსაკუთრებული პატივი უნდა სცე მაგრად უნდა გაუმართლო. უდიდესი შრომით პირველ რიგში
ზვიადი
10 ნოემბერი 2024 04:50
0
გვყავს სამი მსოფლიოს დონის ტოპ ფეხბურთელი,მამარდაშვილი,დავითაშვილი,ჩაკვეტაძის და მათთან ძალიან ახლო მდგომი და მათზე გამრჯე,მაგრამ შაბლონით მოქმედი,ვითომ მარცხენა ვენგერი,"მუშა" მარჯვენა ფეხით,მგონი მიხვდით ვინ?
მ.ზ.
09 ნოემბერი 2024 23:47
13
არაქართველი უბედურკ ავადმყოფი ხარ. ცოცხალი როგორ ხარ ხვიჩას ამდენი წარმატებების მერე, ბოლომდე მაინც ვერ გადაიტან
ქართველი
10 ნოემბერი 2024 04:53
1
ჩაკვე ჩვენი ბრილიანტია, რომ არა ის გაცდენილი წლები გაცილებით მაღალ დონეზე და უკეთესი სტატისტიკით იქნებოდა დღეს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე თუმცა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს გვჯერა რომ წინ უფრო დიდი კლუბი-ჩემპიონატი და კარიერა გელოდება,,ველოდები ჩაკვეს გოლი-ოლიმპიკოს მომავალ ორ თამაშში,,უოტფორდი არის ჩაკვე,,რომ არა ჩაკვე უოტფორდი იქნებოდა აუტსაიდერი ისევე როგორც ვალენსია იქნებოდა ლალიგა-2 რომ არა მამარდა,,ბოლოს წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე, სასიხარულოა რო უკვე ასარჩევად გვაქვს თამაშები ქართველი ლეგიონერების შესრულებით ტოპ-5-7 ჩემპიონატში და დაჟე უკვე ქართული დერბებითაც გვანებივრებენ ჩვენი ბიჭები,,მომავალ წელს უფრო მეტი ჩვენებური იქნება ტოპ-5-ში მერე კიდე უფრო მეტი და ესე 3-4 წელიწადში წესით უკვე სანაკრებოდ გამოსადეგი 12-15 მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლება და ამბიციებიც გაგვეზრდება იმ დროისთვის და იმედია ვილიც აუწყობს ფეხს და საბოლოოდ ჩამოყალიბდება მაღალი დონის მწვრთნელად,
gel-100
09 ნოემბერი 2024 19:01
1
უორფორდს მაგარი ხე ფეხბურთელები ჰყავს სხვები.წინა სეზონში ჰყავდა სამხრეთამერიკელი ვინგერი,ბურთის არ ეშინოდა,მაგრამ ეტყობა გუნდის სქემა მარტო ერთ კრეატიულ ფეხბურთელს იტანს.
ჩაკვე უკეთეს გუნდს იმსახურებს
Levani
09 ნოემბერი 2024 17:08
0
ჩაკვეტაძე დაფრინავს, კვეკვესავით არ დადის! გაიგე სანიოლ?
გიო, ნაკრებშიც ეგრე ითამაშე!!!
09 ნოემბერი 2024 16:38
4
დამაგვირგვინებელ ფაზაში თუ გააუმჯობესებს დარტყმას,რაც მას გაუკეთებია კიდეც,მაგრად გაგვახარებს.წარმატებები გიოს და ქართულ ფეხბურთს.
ილია
09 ნოემბერი 2024 15:50
0
ჩაკვე უკვე სხვა სიჩქარეებზე გადადის და კარგია, აუცილებლად უნდა იშრომოს ამისთვის და ასე უნდა გააგრძელოს, გაცილებით დიდია მისი შესაძლებლობები და კიდევ მოუმატებს დარწმუნებული ვარ.ჩაკვეტაძე შორს არაა ის დრო რომ გაცილებით ძლიერ გუნდში ითამაშოს ვიდრე უატფორდია,ჯამრთელად უნდა იყოს მთავარია და ის ისეთ გუნდებში შეძლებს თამაშს როგორიც მაგალითად ასტონ ვილა, ტოტენჰემი, ნიუკასლი,ან თუნდაც ლივერპულია, მას თავისუფლად შეუძლია ასეთი დონის გუნდებში თამაში, კიდევ ვიძახი მთავარია ასე მონდომებით შრომით გააგრძელოს, ასევე ჯამრთელი უნდა იყოს,მოკლედ ჩაკვე ქართული ფეხბურთის ლიდერია დღეს.
ქომაგი
09 ნოემბერი 2024 15:00
2
კარგი ვიდეო (12 წუთი)
https://www.youtube.com/watch?v=gWmmSRMdWMY
ქ. გ.
09 ნოემბერი 2024 14:23
1
დრიბლინგის შემდეგ, საჯარიმოსთან ან საჯარიმოში შესული პასებს ურიგებს გუნდელებს დასარტყმელ პოზიციაზე რომ იყოს მაინც! მისი თანაგუნდელები კიდევ დრიბლინგის შემდეგ ეგრევე ურტყამენ კარისკენ, რა პოზიციაზე არიან აზრი არაქვს კუთხურის ხაზიდანაც კარში ურტყამენ. გიოს მეტი აგრესია და კარისკენ დაგეშვა უნდა, მეტი უნდა დაარტყას კარში და გოლებს მოუმატებს, მაგრამ სხვა სტატისტიკა აუცილებლად დაიკლებს!!!
ემიგრანტი
09 ნოემბერი 2024 14:19
2
მიკერძოვება შეიძლება დამაბრალოთ მაგრამ მაინც ვიტყვი ამხელა სიჩქარეებზე ასე ბურთს ვერავინ იმორჩილებს მაღალ დონეზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავა და ვფიქრობ ეს იანვრიდან დაიწყება ქართველ ნამდვილ ფეხბურთის გულშემატკივრებს წინ ბევრი სიხარული გველოდება!!!!!
გიორგი
09 ნოემბერი 2024 13:38
1

სიახლეები პოპულარული