შეხვედრის დასრულების შემდეგ Sky Sports-თან ჩვენებურის შესახებ საქებარი სიტყვები "უოტფორდის" 30 წლის ავსტრიელმა მეკარე დანიელ ბახმანმა არ დაიშურა.
"ეს ხდება ვარჯიშის დროს, ვუყურებ გიორგის ბურთის კონტროლს და ამის გამეორება ძალიან რთულია. ასეთი ბურთის კონტროლი ჩემს კარიერაში იშვიათად მინახავს.
ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს შვილს გიორგის უყუროს, მისი დრიბლინგები უბრალოდ ფენომენალურია... მიხარია რომ ის ჩვენ გუნდში თამაშობს და სანაკრებო შესვენებაზე ცხრილში მაღალი პოზიციებით გავდივართ", - თქვა ბახმანმა.
ჩაკვეტაძე ნაკრებში ჩინებულ ფორმაში მოდის - "უოტფორდმა" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]