წაგებული გუნდის ფეხბურთელი დავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს - sofascore-ს და whoscored-სგან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში გიორგი მიქაუტაძე მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მიუხედავად „სენტ-ეტიენის“ წაგებისა, დავითაშვილმა sofascore-ს და whoscored-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო (შესაბამისად 8.3 და 8.0), ხოლო flashscore-მ მხოლოდ 7.7 ქულა გაიმეტა.

ცნობისათვის, ზურიკო 56-ჯერ შეეხო ბურთს, 20 ზუსტი პასი გააკეთა, 5-დან 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, კარში სამჯერ დაარტყა ბურთი და ერთხელ საგოლე მომენტი შექმნა.

მიქაუტაძის შეფასებები: sofascore 6.7, flashscore
6.3, whoscored 6.2.

მკითხველის კომენტარები / 10 /
Ratkmaunda zuriko sakartvelos sauketeso fexburtelia dxes, xvichasac chobia da mikautacesac.
Koba
16:27 11-11-2024
9
Ratkmaunda zuriko sakartvelos sauketeso fexburtelia dxes, xvichasac chobia da mikautacesac.
Koba
16:26 11-11-2024
9

სიახლეები პოპულარული