"კვარაცხელიამ "ნაპოლის" საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის მხარეს" - იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ინტერისა" და "პარტენოპეის" შეხვედრა შეაფასა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა. 

მიმდინარე სეზონში "ნაპოლიმ" გასვლით მატჩში გოლი მხოლოდ "ვერონასთან" გაუშვა, "იუვესთან" და "მილანთან" კი თავი შესანიშნავად დაიცვეს. დღეს არ გაუმართლათ, რადგან ჩალჰანოღლუმ საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმა შემოგვთავაზა.

კონტემ იცის როგორ შეუქმნას მეტოქე გუნდის შემტევებს პრობლემები. არ დაგვავიწყდეს რაჰმანისა და ბონჯორნოს დაცვითი დუეტი, ასევე ნახევარმცველების კარგი თამაში დაცვით ფაზაში და ასევე ის ფაქტი, რომ კვარაცხელიამ საკუთარი გუნდის
საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის საჯარიმოში.

"ნაპოლი" ნამდვილად ძლიერი გუნდია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ "ინტერს" აღემატებიან", - განაცხადა ადანიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" 26 ქულით ლიდერია და 24 ნოემბერს "რომას" მიიღებს.

 

altფრე "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერთან" - "ნაპოლიმ" ლიდერობა შეინარჩუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
მალე,თუ ასე გაგრძელდა,რიგით ფეხბურთელად გადააქცევს,რომელიც მწვრთნელის დავალებებს ასრულებს მხოლოდ.არანაირი თვითშემოქმედება,დაცვა და პასი,პასი.ინტერთან რამოდენიმეჯერ თავად შეეძლო გამწვავება,მაგრამ სულ პასებს აძლევდა.ეტყობა დავალება ჰქინდა კონტესგან.
მერა
02:50 12-11-2024
0
კვარას აქებენ, რომ საკუთარ საჯარიმოში მეტ დროს ატარებს, ვიდრე მეტოქისაშიო. ვერ გავიგე რა უნდაა კვარას საკუთარ საჯარიმოში? ეს ხომ სრული სიგიჟეა? კვარა თავის საჯარიმოშია და კარს ივავს, ამ დროს მისი მეურვეები კვარას კარს უტევენ, არის სისულელე თუ არა? კვარა, რომ ცენტრში დარჩეს მისი მეურვე, როგორ გაბედავს მის იქ მარტო დატოვებას? გამოდის, რომ ფეხბურთელს, რომელსაც გოლი უნდა გაქონდეს ღლიან წინ და უკან სირბილით და მერე სწრაფ შეტევაში გადასვლის აღარც დრო აქვს და აღარც ძალა.
ჟორა გაბრიჭიძე
19:55 11-11-2024
2

სიახლეები პოპულარული