რატომ შეუხტა ინძაგი კვარაცხელიას მოედანზე და იყო თუ არა პენალტი?

AutoSharing Option
„ნაპოლიმ“ ძალიან ულამაზო და შედეგზე ორიენტირებული თამაშით „სან სიროზე“ ორ მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა გუნდებთან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი გამარჯვებები იზეიმეს. ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა „ტვიტერზე“ წერს, რომ ნეაპოლური გუნდი ჯერ კიდევ ლიდერია, მაგრამ იტალიაში ყველაზე უშნო ფეხბურთს თამაშობს, სტრატეგია მხოლოდ კონტრიერიშებზეა აგებული, „კვარა“ და პოლიტანო მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან, რამეთუ იძულებული არიან განაპირა მცველების პოზიციაზე იმოქმედონ.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელები შეაქო და თქვა, რომ ისინი პროგრესირებენ, მსაჯმა მათ კარში არარსებული პენალტი დანიშნა და გაუგებარია VAR-ის დამოკიდებულება, ვინაიდან ესაა არბიტრების შეცდომების
გამოსასწორებელი ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არაობიექტური იყო.

საფეხბურთო მიმომხილველის ენრიკო ფედელეს აზრით, რომელმაც შეხვედრის წინ კონტეს ლუკაკუსა და კვარაცხელიას 15 მეტრით წინ წაწევა ურჩია, ანგისამ ტიურამი წააქცია, თერთმეტმეტრიანი სწორად დაინიშნა და კონტეს რატომღაც პროტესტი არ გამოუთქვამს, როდესაც არბიტრმა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება „ემპოლისთან“ დაპირისპირებისას მიიღო.

Sportall.Ge

Areanapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ინტერის“ თავკაცი სიმონე ინძაგი პირველ ტაიმში ხვიჩას აქტიურობისას ლამის მოედანზე შევარდა და დენზელ დუმფრისსა და ბენჟამენ პავარს ქართველის უფრო აგრესიულად მეურვეობას ყვირილით მოუწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ კონტემ წინა მატჩებისგან განსხვავებით კვარაცხელია არ შეცვალა და მოედანზე მის ნაცვლად დავიდ ნერესი არ შეუშვა.

ერთი სიტყვით, „ნაპოლი“ ჯერჯერობით ჯახირით წინ მიიწევს და ისმის კითხვა - სადამდე მოახერხებს ამას?

მკითხველის კომენტარები / 16 /
"ჯახირით" მეორედ გაჩემპიონებასა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობას გისურვებთ,ხვიჩა!
ბრაზი
19:34 11-11-2024
2
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ კვარა უნდა წავიდეს აქედან რაც შეიძლება მალე, კვარა კლასით ყველა დანარჩენ ნაპოლელს აშკარად აღემატება და კონტეს ხელში აქ უბრალოდ თავისი შესაებლობებეის მცირე პროცენტს ავლენს, ლამის მცველად აქციეს! ასე რომ ცუდი არ უნდა იყოს, რომ კონტრაქტს არ აგრძელებს!
Irakli
21:54 11-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული