იური სიომინი: ხვიჩა "ბარსელონაში"? - მას ოსტატობა ნებისმიერ გუნდში უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე "სპორტ-ექპრესთან" გააკეთა კომენტარი:

"ხვიჩასთვის ნებისმიერი ჩემპიონატი შესაფერისია, რადგან ოსტატობა ნებისმიერ გუნდში ყველაზე უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს. ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებს შორის განსხვავება ისაა, რომ ის უფრო შემტევი და კომბინაციულია. იქ უფრო მეტი ტექნიკური მოთამაშეა.

ჩემი აზრით, ახლა ესპანელები ევროპაში საფეხბურთო მოდის კანონმდებლები არიან. ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, მათი ახალგაზრდული გუნდები ევროპის ტურნირებზე ყოველთვის ოქროს მედლებისთვის იბრძვიან. იქ ფეხბურთის განვითარება ყველაზე ძლიერი და პროგრესულია.

რაც შეეხება კონკურენციის დონეს, იქ არის, მაგალითად,
ოლმო ან იამალი. ხვიჩას ადაპტირებაში არაფერს არ შეუძლია ხელი შეუშალოს, ვინაიდან მუდამ, როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელი მოდის და მასში დიდ ფულს იხდიან, სტარტისათვის საკმაო შანსი ეძლევა. ასეთ მოთამაშეებს დიდი უპირატესობა აქვთ, ის კი უკვე ტოპ-მოთამაშეა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაღა დროს მაგის ბებრული აზრებია. ბარსელონა არა კვახი.
16
კაი კაცია იური სიომინი და მისი დამსახურებაც არის ხვიჩას მაღალი დონის ფეხბურთელობაში
fani
09:57 16-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული