კატალონიური "სპორტი": "ბარსელონა" კვარაცხელიასგან მათ გუნდში გადასვლის სურვილის დადასტურებას ელის

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელითი „ბარსელონას“ დაინტერესების საკითხი ფართოდ განიხილება ესპანურ და იტალიურ მედიაში. დღეს კატალონიური „სპორტის“ პირველი გვერდი კვარაცხელიას და რაფაელ ლეაოს სურათითაა დამშვენებული.

„გასულ სეზონში პსჟ-მა „კვარას“ თაობაზე წინადადებით მიმართა, მაგრამ „ნაპოლიმ“ 130 მილიონი ევრო მოითხოვა, შედეგად კლუბებს შორის კონტაქტები შეწყდა და დაიწყო კონტრაქტის გაგრძელებაზე მტანჯველი მოლაპარაკებები. „კვარა“ თვლის, რომ თავის ამჟამინდელ გუნდში განვითარებას ვერ შეძლებს და 23 წლის ასაკში დიდი ნახტომის გაკეთება ძალუძს. მისი პრიორიტეტი მუდამ ლა ლიგაში თამაში იყო, იცის „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ, როდესაც ხავიმ სატრანსფერო სამიზნეთა სიაში შეიყვანა.
„ბარსაში“ ყველაფერს ცოტა შორიდან უყურებენ. დიახ, ფეხბურთელი მოსწონთ, მაგრამ მან 100%-ით არ დაადასტურა თავისი სურვილი. „ბარსელონას“ კარგად ესმის, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკების წარმოება ყოველთვის რთულია, გადამწყვეტ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ თავად ქართველი კატალონიურ გრანდში გადასვლის სურვილს მკვეთრად გამოხატავს და „ბარსა“ გამოსყიდვას მისაღებ ფასში შეძლებს. აგრეთვე განიხილება სხვა ტრანსფერები, მაგალითად, რაფაელ ლეაოსი და ზოგიერთი თავისუფალი აგენტის, თუმცა ამ საქმეში არ იჩქარებენ, რამეთუ ესმით, რომ საკითხი სტრატეგიულია და ღრმად შესწავლას საჭიროებს“, - წერს Sport.es -ი.

Sportall.Ge

calciomercato აღნიშნავს, რომ „ბარსელონას“ ამ ორი შესანიშნავი, ერთმანეთის მსგავსი უნარების შემტევის შეძენა სურს, პორტუგალიელის გამოსასყიდი ფასი 175 მილიონი ევროა, თუმცა ამხელა თანხის გადამხდელი არავინაა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას კი „ნაპოლი“ უშედეგოდ ცდილობს.

Il Mattino ხაზს უსვამს, რომ დრო გადის, რომელიც „ბარსელონასა“ და პსჟ-ის სასარგებლოდ მუშაობს, ვინაიდან ხვიჩასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და ნეაპოლურმა კლუბმა შეიძლება ზაფხულში ქართველი დაკარგოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ ჭირს საქართველოში ცნობილი ფაქტი ჩემ კომენტარზეც ნათლად ჩანს.

ჩემი კომენტარები ფეხბურთელების ფასებს ეხება. არავითარ ხელფასები ნახსებები არ მაქვს და ჩემი კომენტარი დამატებით სიმართლე ნარევ ირონიაა.

პ.ს. ვაი შენ მართლა საქართველო, ამდენი უწიგნურებით.
G.LA
22:04 15-11-2024
1
მიდი ძმა რაც შენ გულს გაუხარდება ის გააკეთე და ისე მოიქეცი, ეხლა მე რო დავიწყო წერა, რო არ უნდა გადავიდეს, უნდა გადავიდეს , და ა.შ. ჩემი რა საქმეა? შენ შემოგევლე გულში და სულში სადაც იქნები და როგორც წარმართავ შენ მომავალს იქ ვიქნებით შენი მხარდამჩერები. მსოფლიოზე, ევროზე,გავსულიყავით,ლიგა მოგეგოს ერთი 4ჯერ , ოქროს ბურთი მოგეგოს რამდენჯერაც შენ გინდა )) და 5+ შვილის მამა ყოფილიყავი ჩემო მეგობარო. წარმატებები.
გიო
21:17 15-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული