რა უშლის საქართველოს ნაკრებს ხელს უფრო დიდი მიზნებისკენ - სად ვართ ობიექტურად...

AutoSharing Option
...როცა ამა თუ იმ მოლოდინს დაისახავ, შემდეგ ის თუ არ გამოვა, მელანქოლიას იწვევს, შესაძლოა, დეპრესიამდეც კი მიხვიდე. საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონი ისე დაიწყო, თითქოს ვიფიქრეთ, ჩვენი ადგილი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლააო. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი არ გამოდგა, გადამწყვეტ შეხვედრებში მარცხს გადაჩვეულმა ფეხბურთელებმა კი ემოციებს ვერ აჯობეს.

ყველა სფეროში ადამიანებს საკუთარი მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. არის მომენტები, როცა საკუთარ თავზე მაღლა ხტები. ეს მუდმივად არ გამოვა, თანაც, როცა საქმე კოლექტიურ საქმიანობას ეხება. აქ ყველა დეტალი კიდევ უფრო
დიდ მნიშვნელობას იძენს.

ობიექტურად, სად არის საქართველოს ნაკრების დღევანდელი სამოქმედო არეალი? გუნდს ჰყავს მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად ბრწყინვალე ინდივიდუალიზმით ისეთ განცდას აჩენს, გუნდურად ყველაფერი რიგზეა, სინქრონული მოქმედებებია. არადა, ან ასე არაა, ანაც ამის ხელშეწყობა იდეალურად ცოტას შეუძლია. ჩეხეთთან მოედნიდან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ერთდროულად რომ გავიდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ მინდვრის ცენტრისკენ ჩაწევითა და თამაშის საკუთარ თავზე მაქსიმალურად აღებით ორი საგოლე შანსი შექმნა. "კვარამ" მოლოდინები ისე გაზარდა, ყველას აქვს განცდა, მან მარტომ ყველაფერი უნდა შეძლოს. არადა, ასე არაა, ზოგჯერ მას უბრალოდ არ უმართლებს, როგორაც უკანასკნელ ორ სანაკრებო მატჩში.

Sportall.Ge

არავინ უნდა იფიქროს, ვინმეს ვაკნინებთ. "ჯვაროსნების" რიგებში სხვადასხვა დონის ჩემპიონატებში გამორჩეული ფეხბურთელებია, მაგრამ საერთო დონის ასამაღლებლად მეტია საჭირო. არის ფაქტორები, რაც სანაკრებო შეკრებებზე არ შეიცვლება. ოლომოუცში ტრიბუნებიდან კარგად ჩანდა, ჩეხები ჩვენზე გაცილებით მეტს და გამუდმებით რომ მოძრაობდნენ. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ესაა თანამედროვე ფეხბურთი; წარმატება თუ გვინდა, მას გარკვეულწილად, მხარიც უნდა ავუბათ.

მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებზე სულ მივედავებით, თუმცა გვაქვს კი სათანადო კონკურენცია?! არადა, სხვადასხვა რგოლებში მკვეთრი დისბალანსია, როგორც ასაკის, ასევე კლასისა და დონის მიხედვით. ასაკი დამღა კი არაა, უბრალოდ რაღაცას ძველებურად ვეღარ აკეთებ, ამავდროულად, პირიქითაც, გარკვეულ საკითხებს უკეთ, "დაღვინებული" უდგები, რაც პატარა ასაკში ასე არაა.

რაც ვიცით, ჩვენი ბიჭები თავს არ ზოგავენ. ჩეხეთისკენ მათთან ერთად ვიმგზავრეთ და იოლად ჩანს, კარგი, უშუალო და ლაღი ადამიანები არიან. მათ ახლა ვერ ვეტყვით, რომ საუკეთესო პერიოდი აქვთ. ვერ ვეტყვით ისევ მათი ინტერესების გამო, ვერ ვეტყვით ისევ მათი პატივისცემის გამო. საკუთარ თავს გარედან მეტად უნდა შეხედონ, უკეთესები დაბრუნდნენ, ახალი და უფრო ამბიციური მიზნებისკენ დაიძრნენ!..

Sportall.Ge

მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი შეკითხვა ვილი სანიოლს იმას შეეხებოდა, ანგარიშის შემცირებისთანავე ცვლილებები გუნდისთვის უფრო დამაზიანებელი ხომ არ გამოდგა და პრობლემას გვიქმნის თუ არა ის ფაქტორი, მეტოქის მწვრთნელებმა მაქსიმალურად რომ შეგვისწავლეს. რაც გამოჩნდა, სანიოლი სულ უფრო ხშირად იშვერს ხელს ფეხბურთელებისკენ და საკუთარ შეცდომებს საჯაროდ არ აღიარებს, იმის მიუხედავად, შემდეგ ჩანს, შენიშვნებსაც ყურს უგდებს. მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. შესაძლოა, უკვე დამღლელად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავიწუწუნებთ ე.წ. გეგმა "ბ"-ს არარსებობაზე. ამხანაგური შეხვედრები არაა, მნიშვნელოვან დაპირისპირებებს კი ექსპერიმენტებისთვის ვერ გამოვიყენებთ, რაღაც ბალანსია საჭირო!..

altსომხეთი, სლოვაკეთი... კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე - ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჩვენ რაც არ უნდა კომენტარები დავწეროთ კობიაშვილზე უკეთესად ვერ განვსჯდით, კობიაშვილი არის ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ფეხბურთი წინ წავა. ჯერ ერთი სანიოლმა უკვე დადო შედეგი და მას უნდა მიეცეს დრო რომ ყველაფერი დაალაგოს ლომინაძე მართლაც გუნდის მომავალია, სადაც გველესიანი შეცვალა იქ კაშიაც უნდა შეეცვალა თავიდანვე და სულ სხვა შედეგი იქნებოდა, კაპიტანი კი კვარაცხელია უნდა იყოს ხალხმა ფეხბურთის ყურება კვარაცხელიას შემდეგ დაიწყო, თორემ იქამდეც გვყავდა ქინქლაძე მაგრამ ფეხბურთს საღამოს 23.00 საათზე არავინ ჩართავდა...
rolo
15:38 21-11-2024
2
1) თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა უკვე.
ვიცოდით რასაც იზამდა საქართველოო, სანიოლს არ შეუძლია არაფერი ახლის დამატება.
2) ფეხბურთელებზე სანიოლის მხრიდან დაბრალება დიდი უნამუსობაა. რას რას და ამ გუნდ მონდომებას ვერ დაუკარგავ და ვერცერთზე ვერ იტყვი ან თავი დაზოგა და ან ფეხიო.
3) თავში ავარდნას რასაც ეძახით, ეგ თავდაჯერებაა და რეალურად ერთ-ერთი მიზეზი წაგებების თუ ვერ მოგებების ზუსტად რომ მაგის ნაკლებობაა, რისი ერთ-ერთი სათავეც ზუსტად სანიოლია.
4) და დიახ, საბერძნეთთან თამაშამდეც, ევროპაზე გასვილის მერეც, პლეიოფში გასვლის მერეც... სანიოლის გაშვების მომხრე ვიყავი და ამ წაგებებს არ ველოდებოდი.
კალათბურთშიც გავუშვით თავის დროზე მომენტი, რაგბიშიც და ახლა ფეხბურთშიც გვეპარება ის მომენტი, როდესაც გუნდს განვიტარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ახალი მწვრთნელი ჭირდება.
აქ კიდევ გვაქ დრო, ჯერ-ჯერობით.
ვაცლავ ჰაველი
15:10 21-11-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული