რა უშლის საქართველოს ნაკრებს ხელს უფრო დიდი მიზნებისკენ - სად ვართ ობიექტურად...

AutoSharing Option
...როცა ამა თუ იმ მოლოდინს დაისახავ, შემდეგ ის თუ არ გამოვა, მელანქოლიას იწვევს, შესაძლოა, დეპრესიამდეც კი მიხვიდე. საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონი ისე დაიწყო, თითქოს ვიფიქრეთ, ჩვენი ადგილი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლააო. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი არ გამოდგა, გადამწყვეტ შეხვედრებში მარცხს გადაჩვეულმა ფეხბურთელებმა კი ემოციებს ვერ აჯობეს.

ყველა სფეროში ადამიანებს საკუთარი მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. არის მომენტები, როცა საკუთარ თავზე მაღლა ხტები. ეს მუდმივად არ გამოვა, თანაც, როცა საქმე კოლექტიურ საქმიანობას ეხება. აქ ყველა დეტალი კიდევ უფრო
დიდ მნიშვნელობას იძენს.

ობიექტურად, სად არის საქართველოს ნაკრების დღევანდელი სამოქმედო არეალი? გუნდს ჰყავს მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად ბრწყინვალე ინდივიდუალიზმით ისეთ განცდას აჩენს, გუნდურად ყველაფერი რიგზეა, სინქრონული მოქმედებებია. არადა, ან ასე არაა, ანაც ამის ხელშეწყობა იდეალურად ცოტას შეუძლია. ჩეხეთთან მოედნიდან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ერთდროულად რომ გავიდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ მინდვრის ცენტრისკენ ჩაწევითა და თამაშის საკუთარ თავზე მაქსიმალურად აღებით ორი საგოლე შანსი შექმნა. "კვარამ" მოლოდინები ისე გაზარდა, ყველას აქვს განცდა, მან მარტომ ყველაფერი უნდა შეძლოს. არადა, ასე არაა, ზოგჯერ მას უბრალოდ არ უმართლებს, როგორაც უკანასკნელ ორ სანაკრებო მატჩში.

Sportall.Ge

არავინ უნდა იფიქროს, ვინმეს ვაკნინებთ. "ჯვაროსნების" რიგებში სხვადასხვა დონის ჩემპიონატებში გამორჩეული ფეხბურთელებია, მაგრამ საერთო დონის ასამაღლებლად მეტია საჭირო. არის ფაქტორები, რაც სანაკრებო შეკრებებზე არ შეიცვლება. ოლომოუცში ტრიბუნებიდან კარგად ჩანდა, ჩეხები ჩვენზე გაცილებით მეტს და გამუდმებით რომ მოძრაობდნენ. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ესაა თანამედროვე ფეხბურთი; წარმატება თუ გვინდა, მას გარკვეულწილად, მხარიც უნდა ავუბათ.

მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებზე სულ მივედავებით, თუმცა გვაქვს კი სათანადო კონკურენცია?! არადა, სხვადასხვა რგოლებში მკვეთრი დისბალანსია, როგორც ასაკის, ასევე კლასისა და დონის მიხედვით. ასაკი დამღა კი არაა, უბრალოდ რაღაცას ძველებურად ვეღარ აკეთებ, ამავდროულად, პირიქითაც, გარკვეულ საკითხებს უკეთ, "დაღვინებული" უდგები, რაც პატარა ასაკში ასე არაა.

რაც ვიცით, ჩვენი ბიჭები თავს არ ზოგავენ. ჩეხეთისკენ მათთან ერთად ვიმგზავრეთ და იოლად ჩანს, კარგი, უშუალო და ლაღი ადამიანები არიან. მათ ახლა ვერ ვეტყვით, რომ საუკეთესო პერიოდი აქვთ. ვერ ვეტყვით ისევ მათი ინტერესების გამო, ვერ ვეტყვით ისევ მათი პატივისცემის გამო. საკუთარ თავს გარედან მეტად უნდა შეხედონ, უკეთესები დაბრუნდნენ, ახალი და უფრო ამბიციური მიზნებისკენ დაიძრნენ!..

Sportall.Ge

მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი შეკითხვა ვილი სანიოლს იმას შეეხებოდა, ანგარიშის შემცირებისთანავე ცვლილებები გუნდისთვის უფრო დამაზიანებელი ხომ არ გამოდგა და პრობლემას გვიქმნის თუ არა ის ფაქტორი, მეტოქის მწვრთნელებმა მაქსიმალურად რომ შეგვისწავლეს. რაც გამოჩნდა, სანიოლი სულ უფრო ხშირად იშვერს ხელს ფეხბურთელებისკენ და საკუთარ შეცდომებს საჯაროდ არ აღიარებს, იმის მიუხედავად, შემდეგ ჩანს, შენიშვნებსაც ყურს უგდებს. მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. შესაძლოა, უკვე დამღლელად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავიწუწუნებთ ე.წ. გეგმა "ბ"-ს არარსებობაზე. ამხანაგური შეხვედრები არაა, მნიშვნელოვან დაპირისპირებებს კი ექსპერიმენტებისთვის ვერ გამოვიყენებთ, რაღაც ბალანსია საჭირო!..

altსომხეთი, სლოვაკეთი... კვარაცხელიასა და კაშიას გარეშე - ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ადგილის შესანარჩუნებლად

მკითხველის კომენტარები / 77 /
ჩაგდებით თამაში არც ერთს არ ჩაუგდია, არც მამარდას, რომლის კისერზეა მეორე გოლი. უბრალოდ ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ არაკატასტროფული.
ერთადერთი ადამიანი ვინც ეს თამაში ჩააგდო იყო ვილი სანიოლი და დავწერ მიზეზს.
დავიწყოთ ვილის ტაქტიკით.
სანიოლი ყოველთვის იწყებს ერთი და იგივე ტაქტიკით და თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით. ორჯერ სცადა ამის შეცვლა და ორივეჯერ ცუდად მოუტრიალდა, ამიტომ როცა მისი ექსპერიმენტები არ ამართლებს, უბრუნდება ჩვეულ ხაზს, 5-3-2-ს.
პირველი შეცდომა ესაა. ადვილად პროგნოზირებადია და მისი ტაქტიკა ვერ ერგება მოწინააღმდეგის გუნდს.
ანუ, სათამაშო ტაქტიკის თვალსაზრისით ვილი არის ფაქტობრივად 0. ჩვენ გვყავს 4-5 კაციანი ბირთვი რომელიც ფაქტობრივად შეუცვლელები არიან, მაგრამ დანარჩენების ცვლილების ხარჯზე მინიმუმ მცირე ტაქტიკური უპირატესობაა მიღწევადი, რასაც ვილი არ/ვერ აკეთებს.
როგორია სანიოლის ტაქტიკა, თამაშის პერიოდში ? უმარტივესი. თუ წინ გავალთ აძლიერებს დაცვას, თუ მოწინააღმდეგეს მიჰყავს ანგარიში, ცდილობს გააძლიეროს შეტევა. აქაც მარტივად პროგნოზირებადია იმ ფონზე, რომ იძახებს სულ ერთსა და იმავე ფეხბურთელებს, ნაკლებ შანსს აძლევს ახალგაზრდებს და არ გვყავს ჩვენ იმდენი ვარსკვლავი, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ვინმე მონსტრი შემოიყვანო.
რა შეცდომები დაუშვა გუშინ სანიოლმა?
ცოტა შორიდან დავიწყოთ.
ოდითგანვე, ჩვენი ნაკრების პრობლემა იყო ის, რომ დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ გადმოგვქონდა, ძირითადად ვიგერიებდით ხოლმე წინ და ბურთს ვკარგავდით, ამისთვის საჭირო იყო ძლიერი შუა ხაზი, რომელიც შეძლებდა ბურთის დაჭერას და მოკლე პასებით ბურთის წინა ხაზამდე მიტანას.
ასეთი შუა ხაზი ავაწყეთ მას მერე, რაც აქ დადგა ჩაკვე, კიტე, ქოჩორას ტრიო. სამივე ფეხბურთელს შეუძლია ბურთის დაჭერა, რთულია მათთვის ბურთის წართმევა, სამივეს აქვს იმდენი სისწრაფე, სითავხედე და ტექნიკა, რომ მოწინააღმდეგის პრესინგს გაუძლოს და ბურთის ამოტანა შეძლოს.
ეს სამი ფეხბურთელი შეუცვლელია. თუ შენ ცვლი ერთ-ერთს მაინც, მერე სამის საქმეს ასრულებს ორი და შუა ხაზი ვარდება. ის ფეხბურთელები რომელიც მათ ნაცვლად შემოჰყავს ვილის, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რასაც ეს სამი ასრულებს.
ავიღოთ მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი. არც ერთ ამ ფეხბურთელს არ აქვს იმის უნარი, რომ ბურთი დაიჭიროს შუა ხაზში და სწორად ამოიტანოს წინ. დაცვით ფაზაში/ართმევაზე/ზონების ჩაკეტვაზე ასე თუ ისე თამაშობენ, მაგრამ წინ წასვლას რაც შეეხება, არ იციან ამდენი და შეე..
ავიღოთ დავითაშვილი. დავითაშვილი არის ხვიჩას სტილის ფეხბურთელი, რომელიც ორიენტირებულია თავდასხმაზე. აქვს ძალიან ცუდი დაცვითი სქილები და გუშინ მისი დაკარგვების გამო, კინაღამ გოლი მივიღეთ მინიმუმ ორჯერ.
ანუ, ჩაკვე/კიტე/ქოჩორას პოტენციურ შემცვლელებს ალთუნაშვილს/მექვაბიშვილს/დავითაშვილს პირველ ორ შემთხვევაში არ ჰყოფნით შეტევითი, ხოლო მესამეს შემთხვევაში დაცვითი სქილები რომ ეს სამი სრულყოფილად ჩაანაცვლონ.
შედეგად მივიღეთ რა? 30 წუთით ადრე, როცა 2 გოლი გვაქვს გასატანი, სანიოლი ხსნის ნახევარდაცვის 2 ძირითად ფეხბურთელს, ჩვენი ნახევარდაცვა სრულად კოლაფსირებს, ვერ უძლებს ჩეხების პრესინგს და იმის ნაცვლად რომ შეგვეტია, 90% შემთხვევებში ბურთს კაშია და დვალი აგორავებდნენ აქეთ იქეთ.
სანამ მოედანზე არ დაიხოცებოდნენ ჩაკვე და კიტე, მანამდე არ უნდა გამოეცვალა. ბოლომდე უნდა გაეწურა და მათი გამოცვლით შეტევა ვერ გაძლიერდებოდა უმარტივესი მიზეზის გამო, მათთან ერთად თუ კეთდება 10 შეტევა, მათ გარეშე კეთდება 2.
მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი ნაკრების შეტევებში არის კვარაცხელია. ბებიაჩემმაც კი იცის რა სახიფათოა ეს ბიჭი, ამიტომ მას ხშირად ეთამაშება 2-3 მცველი. როცა ამდენი კაცი ეთამაშება, ხვიჩას პროდუქტიულობა ძალიან ეცემა.
იმისთვის რომ კვარაზე ზეწოლა განიმუხტოს, უმარტივესი ფორმულა შექმნა სპალეტიმ. საჭიროა გყავდეს მობილური მარცხენა მცველი (მარიო რუი, ოლივეირა) და ნახევარმცველი (ჟელინსკი), რომელიც ხშირას გააკეთებს ჩარბენებს, ან კვარას ადგილს გაუცვლის, რომ მოწინააღმდეგის მცველები გადაერთონ ამ ჩარბენებზე და კვარას ასე თუ ისე სივრცე გაუთავისუფლდეს.
რა გააკეთა ვილიმ, იმისთვის რომ კვარასთვის შეემსუბუქებინა ტვირთი? არაფერი. არ იძახებს აზაროვს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოტენციალი, ტექნიკურია და სწრაფია. არ შემოიყვანა წიტაიშვილი, რომელიც ასევე ტექნიკური და სწრაფია და კვარას დაეხმარებოდა. ბოლომდე დატოვა ლოჩოშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მართლა თავდადებული ბიჭია, არ აქვს ის შესაძლებლობები (ტექნიკა და სისწრაფე), რომ შეტევაში კვარაცხელიას დაეხმაროს და სივრცეები გაუთავისუფლოს.
როცა კვარა მოედანზეა, არაა ეს მხოლოდ 1 კაცი, 1.5 კაცია და როცა ვიღაცას აყენებ მის უკან, ამ ვიღაცაში 2 თვისება უნდა იყოს აკუმულირებული, ითამაშოს თავის პოზიციაზე + დაეხმაროს კვარას ისე, რომ მას სივრცეები შეექმნას. ლოჩოშვილი მეორე კომპონენტში არის სრული 0.
ანუ, ტაქტიკურად სანიოლმა ფაქტობრივად მოახდინა ჩვენი ცენტრის და მარცხენა ფლანგის საბოტაჟი. მოგვიკლა შუა ხაზი და მოგვიკლა მარცხენა ფლანგი.
მარჯვენა ხაზზე კიდე რა ვთქვა, კაკაბაძის იმედადაა მიგდებული. ამას თითქოს იმით აკომპენსირებს რომ ჩაკვეს აყენებს მარჯვნივ, მაგრამ პირიქით - ჩაკვეს ფუნქციებს ასუსტებს და კვარას ფლანგს ასუსტებს.
დასკვნა, ვილი სანიოლი არის დებილი.
ფეხბურთელებზე ცუდს ვერ ვიტყვი, ასეთი მონდომებული გუნდი მე კარგა ხანია არ მინახავს. ამით იყო გამოწვეული ბოლოს ის ჩხუბები, იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ წაგებით იმედგაცრუება ვერ მიიღეს და ნერვებმა უმტყუნა რამდენიმეს.
და წავაგეთ არა მათ მიერ ჩავარდნილი თამაშის გამო (შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ გამოსწორებადია ეგ, სწორი თამაშის შემთხვევაში), არამედ სანიოლის ტაქტიკური უვიცობის გამო.
და კიდე, მენტალობაზე მინდა ვთქვა.
2-0-ზეც კი ნაკრებს ყურები არ ჩამოუყრია და ლომებივით იბრძოდნენ თითოეული სანტიმეტრისთვის. არ გახსოვს, 1:0-ს თუ წაიყვანდა მოწინააღმდეგე, უკვე წინასწარ რომ ვიცოდით, წაგებული იყო თამაში ისეთ ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებდნენ ფეხბურთელები?
ჩვენი ნაკრების მენტალობა ძალიანაა შეცვლილი. მონდომება, ჟინი და თავხედური თვითრწმენაა ზუსტად წარმატების გარანტორი. მაგრამ ამ წარმატებას რომ მიაღწიო, გუნდი უნდა დაალაგო სწორად.
ასე რომ, კიდე ერთხელ დიდი დიდი მადლობა მაგრამ სანამ დროა უკვე out სანიოლს
M-33
21 ნოემბერი 2024 10:31
3
ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ!

ჯერ 1 შესანიშნავი ანალიტიკაა და მე-2, კარგი ქართულითაა დაწერილი.
რედაქციასთან კი თხოვნა მექნება - დაიქირავეთ ეს კაცი და მიეცით საშუალება რეგულარულად მოგვამარაგოს ასეთი საინტერესო მასალით.

პ.ს. ჩემი მხრიდან ალბათ თავხედობაა ამის მოთხოვნა და წინასწარ ბოდიშს გიხდი, მაგრამ მაინც დავწერ - სქილების ნაცვლად უნარები რომ გეხმარა, სრულყოფილება იქნებოდა.
M - 33
21 ნოემბერი 2024 12:22
3
ცოტა ზრდილობაც რომ გქონდეთ, არაა გამორიცხული რომ კარგი საფეხბურთო ექსპერტი გახდეთ! რა თქმა უნდა სამოყვარულო ფეხბურთი იგულისხმება.
გიორგი
21 ნოემბერი 2024 12:14
3
ყველა გამოხმაურება
ჩემი აზრი ასეთია:
სანიოლმა ეროვნული ნაკრები ძალიან მაღალ ნიშნულზე აიყვანა, გუნდი შექმნა დისციპლინით, თავდადებით და ბრძოლისუნარიანი, ერთიანი სულისკვეთებით, თუმცა ფეხბურთელების მაგივრად ის ვერ ითამაშებს.
სამწუხაროდ, გაზაფხულის პლეიოფების და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელების ფორმის პიკმა გადაიარა. ეს ბუნერივია - ერთნაირ ფორმაში მუდმივად არავინ არის.
ჩვენი ლომი მამარდა შეცდომას უშვებს ცოცხალი კედლის დაყენებისას; კაკაბაძე ძალიან იმედის მომცემი იყო კარიერის დასაწყისში, მაგრამ ჩამოყალიბდა საშუალოზე ოდნავ უკეთეს ფეხბურთელად; გოჩოლეიშვილი არის ის, რაც არის; კირკველიას მაგარი თამაშები გვახსოვს, მაგრამ ასაკი თავისას შვება; საბა საზონოვი ვერ ქაჩავს, გველესიანი ირანის ჩემპიონატის დონის მოთამაშეა; კაშიაც ლომია, თუმცა სისწრაფე დაკარგა; დვალს მე მგონი საუკეთესო პერიოდი აქვს ნაკრებში, თუმცა ვარსკვლავი არც ეგაა; ტაბიძე ვეღარ თამაშობს, ლოჩოშვილი თამაშობს იმას, რაც შეუძლია; აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრეშიც კი არ არის გამორჩეული და მაგის გაცუდებული პენალი კინაღამ დამარცხებად დაგვიჯდა; შენგელიამ რა სივრცეები გაუხსნა და მოეხმარა კვარას უკრაინასთან? წიტაიშვილი ფიზიკურად სუსტია მოწინააღმდეგის ათლეტურ თავდამსხმელებთან; ერთადერთი გოგლიჩიძეა იმედის სხივი დაცვაში და იაკობაშვილის გადმობირებაც მოგვეხერხებინა, კარგი იქნებოდა. ლაცაბიძეა ერთადერთი პერსპექტიული დამცველი ახალგაზრდულში და მანაც ვერ დატოვა ჩემზე შთაბეჭდილება. აქვე ვიტყვი ახალგაზრდულზე - არ ჩანან სამწუხაროდ ისეთები, ვინ ეროვნულს მიუკაკუნებს. სიგუას პროგრესი არ ეტყობა, პარკაძე სადღაც ჩაიკარგა, კვერნაძე ტალანტი არ არის, თუმცა შრომით შეიძლება კარგ დონეს მიაღწიოს. ლომინაძის და ოდიშარიას პროგრესის იმედი შეიძლება გვქონდეს.
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილი ის ლომი ვეღარ არის, ევროზე რომ იყო - საყრდენის შეცდომები გამორიცხულია და ბოლო თამაშებში რამდენიმე ვნახეთ. კიტესაც ცოტა მოკლებული აქვს ბოლო პერიოდში, მაგრამ ჩაკვემ რომ ვერ ითამაშა, ეს ცხადია. უკრაინასთან თამაშის წინა ღამეს სიცხე ქონდაო, მაგრამ ვერ ჩეხებთან ითამაშა ისე, როგორც კლუბში თამაშობს. მასავით ბურთის წაღება ერთადერთი მანუჩარ მაჩაიძეს შეეძლო.
ხვიჩამ ბოლო ორ თამაშში ფრაგმენტულად გაიბრწინა, თუმცა თამაშების მოგებას ერთ კაცს ვერ აკიდებ. ჟორჟიკამ ორი გოლი გაიტანა ორ თამაშში, ბუდუს არ გაუმართლა,ზურიკომ კლუბის თამაშის ნახევარი ვერ აჩვენა ნაკრებში.
ისე, კლუბი ერთია და ეროვნული ნაკრებები მეორე. ჩეხები და უკრაინა გრანდების დაბლა დგანან რეიტინგში, ჩვენ და ალბანეთი ამ დონეს ვუახლოვდებით, ასე რომ ჯგუფი თანაბარი და რთული იყო.
მე მაინც ვთვლი, რომ ნაკრები პროგრესს განაგრძობს, B ლიგის საგზურსაც შევინარჩუნებთ და მსოფლიოზე გასასვლელადაც სერიოზულად ვირძოლებთ. მეტი კონკურენცია გვინდა ნახევარდაცვაში და განსაკუთრებით დაცვაში.
საბოლოო ჯამში ნამდვილი გულშემატკივარი ოპტიმისტია და მომავალს იმედით შეყურებს.
წინ საქართველო!
არჩი
21 ნოემბერი 2024 12:39
2
ბრავო!ასეთი პოსტები გვაკლია,ამ საიტზე.ნამდვილი გულშემატკივრის!მე ცოტა უფრო ოპტიმისტი ვარ და პატარა წვრილმანებზე წაკამათებაც შეიძლებოდა,მაგრამ მთლიანობაში ძალიან მაგარი პოსტია და ნეგატივს არ გავაფუჭებ.
გთხოვ,თავი არ დაგვავიწყო და წერა განაგრძე!
სოსო
21 ნოემბერი 2024 13:22
1
ზუსტი შეფასებაა.
ჯარჯი
21 ნოემბერი 2024 14:40
1
ყველა გამოხმაურება
დღეს, ფეხბურთი მოითხოვს 10- ვე მინდვრის მოთამაშის მობილურობას. განსაკუთრებით თუ პირველ ნომრად გინდა თამაში.
ეს ნიშნავს, რომ დაცვა უნდა ადიოდეს მაღლა, პლუს ცენტრალური მცველები და საყრდენები შეტევისას პერიოდულად ცვლიდნენ ადგილებს (ანუ, მეტი მოულოდნელი მოქმედებებია საჭირო შეტევისას შუა და უკანა ხაზიდან.) ასევე,
ბოლო პასთან ერთად კარგი პირველი პასიც გვაკლია. ამაში მოიკოჭლებს მამარდაც და დაცვის ცენტრიც. ამიტომაა კიტე უკან, ბურთის ამოსატანად და ქოჩორა უფრო წინ. ეს პრობლემა რომ არ იყოს, პირიქით იქნებოდა და ორივეს ეფექტურობა გაიზრდებოდა.
შემადგენლობა არ არის დაბალანსებული. დიდი სხვაობაა კლასში მოთამაშეებს შორის. დაცვის და შუა ხაზის შეზღუდული შესაძლებლობი, გვაიძულებს ან ცენტრი დავუთმოთ, ან ხდება
ის რაც ჩეხეთთან პირველი გოლისას ვნახეთ. როგორ შეიძლება ბოლო მცველი ვერ დარბოდეს.
ერთი სიტყვით, შემტევებს მეტი დახმარება სჭირდებათ. როცა გუნდი 11 კაცით იცავს, მარტო შემტევებით, 4-5 კაცით, ძნელია დაცვის გარღვევა და მარტო მათი კლასის იმედზე ყოფნა. არადა
დღევანდელ ფეხბურთში, თითქმის ყველა 11 კაცით იცავს. ამიტომ ბურთის გორება, გადატანა-გადმოტანა, უკან დაბრუნება და ამოტანაა საჭირო, რომ მომენტი შექმნა. ამას სჭირდება - რაც ზემოთ დავწერე დაცვაზე და ნახევარდაცვაზე (სისწრაფე, მეტი მოძრაობა და ზუსტი პასი ერთი შეხებით).

რაც შეეხება დანარჩენს -
თუ არ დავიწყეთ პირველ ნომრად თამაში, ვერც ვერასდროს ვითამაშებთ.
სანიოლმა თქვენზე და ჩემზე უკეთესად იცის თითოეულის შესაძლებლობები მაგრამ ფეხბურთელმა თუ არ შეასრულა დავალება, არაფერი გამოვა.

ჩვენი წარმატებული თამაშები, დიდწილად განპირობებული იყო მონდომებით და სპორტული აგრესიულობით. ჩეხეთთან ეს ყველაფერი არ იყო, ჩემი აზრით, დაღლილობის გამოც. დაღლილობა კიდევ თანაბარი კლასის შემცვლელების არ არსებობამ იცის. ჩეხეთმა 8 ახალი კაცი გამოიყვანა. წარმოიდგინეთ რამდენად ჩვენზე მეტი რესურსი აქვთ. ჩვენ რომ იგივე გაგვეკეთებინა, გაცილებით დიდი ანგარისით წავაგებდით ასე რომ მთავარი დღეს მიზეზი რესურსის დონე და რაოდენობაა.
სანიოლმა თუ ასეთი მცდელობები არ გააკეთა, გუნდი ვერ განვითარდება და 2028 შიც იგივე დონეზე ვიქნებით.
მისი მოსვლის შემდეგ, თითქმის ყველამ მოუმატა, ნაწილობრივ დამთხვევაცაა, მაგრამ მისი როლიც არის.
ჩვენგან განსხვავებით, მას აქვს გეგმა და იმ გეგმით მიდის.
არის და იქნება შეცდომებიც, მაგრამ ესეც გამოცდილება და წინსვლის საფუძველია.
შეცდომის დაშვების შიში, ლუზერის ფსიქოლოგიაა. გუნდს განვითარება და ახალი სათამაშო სქემები სჭირდება. ეს დამატებით რესურსს, დროს და ექსპერიმენეტბს მოითხოვს. ჩვენ კი დღესვე გვინდა ყველაფერი.
იმედია გოგლიჩიძეს მალე დაემატება ლაცაბიძე და კიდევ გამოჩნდება რამდენიმე ახალგაზრდა. ვფიქრობ საინტერესო იქნება, ლომინაძის ცენტრალურ მცველად მოსინჯვა, როგორც ეს ახალკაცმა ჩივაძის შემთხვევაში გააკეთა. ჩემი აზრით, ყველაფერი აქვს ამ ბიჭს საიმისოდ, რომ თანამედროვე ტიპის ცენტრალური მცველი იყოს, ინტელექტი, აღნაგობა, სისწრაფე, თამაშის წაკითხვა. ზემოთ რომ დავწერე, მობილურობას და თამაშისას ადგილების გაცვლას - წინ ასე მოთამაშე ცენტრალური მცველი სჭირდება. ვილის რაღაცები რომ არ შეეცვალა, არავინ იცის რა მოხდებოდა. ძაააალიან პროგნოზირებადი გავხდით. სულ ერთი სქემით თამაშით ფონს ვერ გავალთ, ამას კი ისევ რესურსი სჭირდება. მე მგონია რომ სწორი გზით მივდივართ და თუ კარგი შევსება იქნა 2028 - ში, ძალიან საინტერესო გუნდი ვიქნებით.
ნუგზარი
21 ნოემბერი 2024 15:00
2
ბრავო, ეს არის ანალიზი! იშვიათად ასეთი ნააზრევი წაიკითხო. უმეტესობა ან პროფესორობს, ან ბოდიში და პოლიტიკურად ანგაჟირეულია და სულ სხვა სიღრმეებიდან ამოდის სანიოლის ძაგებისას.
არჩი
21 ნოემბერი 2024 15:21
1
გეთანხმებით! 11 სრულფასოვანი ფეხბურთელი არ გვყავს არა თუ მათი შემცვლელები და კიდევ სირბილს ცოტა მოუმატეს და პირველი 2 თამაში გაგვახარეს მაგრამ მერე დაავიწყდათ თუ რა ემართებათ ტემპს ვეღარ გაუძლეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ან სირბილი უნდა ისწავლონ ან ბუნებრივად სწრაფები უნდა მოძებნონ და მოიყვანონ. ისე არაფერი ეშველება ამ საქმეს.
ნუგზარის
21 ნოემბერი 2024 22:51
0
ტაქტიკურ სქემებზე და შემადგენლობის დაყენების გარჩევაზე თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ თვითონ ფაქტი რომ ცვილელბა გააკეთო იმ წუთში როდეს ანგარიშს ამცირებ არასწორად მიმაჩნია. ცვილებას აკეთებ მაშინ როცა რაღაც არ მოგწონს ან რაღაცის შეცვლა გინდა. გოლი გაიტანე, ანგარიში შეამცირე და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვე. აქედან რა არ მოგწონს, რომ იმავე წუთს შეცვლას აკეთებ? გუნდს ჯერ აცალე ის ფსიქოლოგიური უპირატესობა იგრძნოს და მერე მოიმოქმედე რამე. მე-60 წ გავიტანეთ და 61-ე წუთზე აკეთებ 2 ცვლილებას. აღარ ვლაპარაკობ რომ შემქმნელები გამოგყავს და შეგყავს ახალბედა, დამატებით გოლის გამტანს მიქაუტაძეს უზღუდავ შეტევის არეალს ზივზივაძის გამოყვანით, როცა ჟორჟმა კურაჟი იგრძნო. ვფიქრობ ერთ ერთი თუ ყველაზე დამაზარალებელი არა, ზუსტად ეს შეცვლები იყო. კიდევ 30 წ-ზე მეტი დრო იყო დამატებით დროით და საჩქარო ნამდვილად არაფერი იყო.
G.LA
21 ნოემბერი 2024 19:32
1
ჩაკვეტაძემ, ქოჩორაშვილმა უნდა მოუმატონ პროგრესს,თორემ დარჩებიან მეორე ლიგის მოთამაშეებად!
გიორგი
21 ნოემბერი 2024 19:04
1
ევროპული რეალობიდამ გამომდინარე გვყავს საშუალოზე დაბალი ნაკრები. კაკაბაძე პოლონეთი, დვალი კვიპროსი,გველესიანი ირანი, კაშია სლოვაკეთი, ლოჩოშვილი სერია ბ, ქოჩორაშვილი სეგუნდა ბ რომელიც ლეგანესსაც კი არ აინტერესებს და ორ თამაში ორი გოლი აჩუქა მეტოქეებს, ჩაკვეტაძის თამაში მე პირადად ყაზახეთის მერე ვერ ვნახე, კიტეიშვილი იყო და არის ავსტრიის დონე, ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგა, მიქაუტაძე აქა-იქ ისვრის და ლიონის დონეზე ვერ ავიდა. რას ვითხოვთ? კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა დაგვიდოს შედეგი?
zurabi
21 ნოემბერი 2024 12:14
6
1) თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა უკვე.
ვიცოდით რასაც იზამდა საქართველოო, სანიოლს არ შეუძლია არაფერი ახლის დამატება.
2) ფეხბურთელებზე სანიოლის მხრიდან დაბრალება დიდი უნამუსობაა. რას რას და ამ გუნდ მონდომებას ვერ დაუკარგავ და ვერცერთზე ვერ იტყვი ან თავი დაზოგა და ან ფეხიო.
3) თავში ავარდნას რასაც ეძახით, ეგ თავდაჯერებაა და რეალურად ერთ-ერთი მიზეზი წაგებების თუ ვერ მოგებების ზუსტად რომ მაგის ნაკლებობაა, რისი ერთ-ერთი სათავეც ზუსტად სანიოლია.
4) და დიახ, საბერძნეთთან თამაშამდეც, ევროპაზე გასვილის მერეც, პლეიოფში გასვლის მერეც... სანიოლის გაშვების მომხრე ვიყავი და ამ წაგებებს არ ველოდებოდი.
კალათბურთშიც გავუშვით თავის დროზე მომენტი, რაგბიშიც და ახლა ფეხბურთშიც გვეპარება ის მომენტი, როდესაც გუნდს განვიტარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ახალი მწვრთნელი ჭირდება.
აქ კიდევ გვაქ დრო, ჯერ-ჯერობით.
ვაცლავ ჰაველი
21 ნოემბერი 2024 15:10
16
1000000000000%
გიორგი
21 ნოემბერი 2024 16:25
2
თვენ ბატონო „ვაცლავ“ კანდიდატურაც გეყოლებათ ალბათ და გაგვიმხილოთ იქნებ.
გიზოგ
21 ნოემბერი 2024 16:11
8
ყველა გამოხმაურება
ხოომ. მარტის,ივნისის და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმ შედეგს რაც დადგა. მოგებული ჯგუფი წავაგეთ, 4 მათციდან სამი წავაგეთ და 1 ქულა ავიღეთ მხოლოდ. სერიოზულად არის დასაფიქრებელი რაღაც რაღაცეებზე, ახალგაზრდების სისხლი სჭირდება ნაკრებს მიუხედავად იმისა,რომ ისედაც ძალიან ახალგაზრდული გუნდივართ. მარტის შეკრებაზე ველოდები გოგლიჩიძეს, ლომინაძეს, ოდიშარიას და სხვას. ბევრი ფეხბურთელი უნდა გამოფხიზლდეს განსაკუთრებით ქოჩორაშვილი. კატასტროფული ბოლო სანაკრებო შეკრებები ქონდა, მამარდაშვილმაც არუნდა იფიქროს,რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა,ძალიან ბევრიაქ სამუშაო და ჩეხეთის გოლი ჯარიმიდან ნაწილობრივ მისი ბრალია. ერთადერთი მოთამაშე ვისზეც პატარა კრიტიკაც არ დამცდება არის ხვიჩა. უბრალოდ ტოპ კლასს დებს თითქმის ყველა თამაში. მარტიდან ნოლიდან ვიწყებთ ისევ ყველაფერს
1234
21 ნოემბერი 2024 13:23
0
უსუსური დაცვა უშლის ხელს!მოწინააღმდეგის ყველა შეტევა სახიფათო მომენტით ან უაზრო ჯარიმით მთავრდება.წინ ასე თუ ისე იქმნება მომენტები.მამარდა ყველა თამაშზე ვერ იფრენს და ერთ თამაშში 20ჯერ ყოველთვის ვერ გადაარჩენს გუნდს!!!
გიორგი V
21 ნოემბერი 2024 10:06
0
თავდამსხმელი და ნახევარმცველი რომ ეხმარება დაცვას, დამცველიც უნდა ეხმარებოდეს ასევე შეტევას, ოღონდ ხარისხი უნდა იყვეს ამ ყველაფერში და არა მოჩვენებითობა მხოლოდ... სამწუხაროდ ზუსტად ჩეხეთტან ჩააგდო თამაში მამარდამ, მეორე გოლი დავიდან ბოლომდე მისი ბრალი იყო, ვერც კედელი დააყენა სათანადოდ და პირდაპირი ბურთი გაუშვა
rable
21 ნოემბერი 2024 16:00
3

სიახლეები პოპულარული