"რამდენიმე შეცდომა დავინახე" - რანიერიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 24 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლიმ" "რომა" 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ჯალოროსის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გვჯეროდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო.

მეორე ტაიმში უფრო მეტს ველოდი, კონცენტრაცია დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. პირველ ტაიმში კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დავინახე, საბოლოო ჯამში არათანმიმდევრულად გამოვიყურებოდით", - განაცხადა რანიერიმ.

შეგახსენებთ, სატურნირო ცხრილში "ნაპოლი" 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "რომა" 13 ქულით მე-12 ადგილზეა.

alt

"კვარამ" მოედანი უკმაყოფილომ დატოვა - კონტემ ქართველის შესახებ კომენტარი გააკეთა

altხვიჩა ნაადრევად შეცვალეს - "ნაპოლიმ" "რომა" დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული