"მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გვჯეროდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო.
მეორე ტაიმში უფრო მეტს ველოდი, კონცენტრაცია დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. პირველ ტაიმში კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დავინახე, საბოლოო ჯამში არათანმიმდევრულად გამოვიყურებოდით", - განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, სატურნირო ცხრილში "ნაპოლი" 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "რომა" 13 ქულით მე-12 ადგილზეა.
"კვარამ" მოედანი უკმაყოფილომ დატოვა - კონტემ ქართველის შესახებ კომენტარი გააკეთა
ხვიჩა ნაადრევად შეცვალეს - "ნაპოლიმ" "რომა" დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]