"ამბიციების ტყვეობაში მყოფი ხვიჩა გასახდელში აპირებდა გასვლას" - მას აკრიტიკებენ, თუმცა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას „რომასთან“ თამაშს და უფრო მოედნიდან მის უკმაყოფილო გასვლას ფართოდ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა. ძირითადად არაობიექტურად აკრიტიკებენ, გეგონება გუნდს სხვა პრობლემა არ ჰქონდეს. აღნიშნავენ, რომ დებიუტში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში დაიღალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, რასაც მეტოქის სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვა და მწვრთნელი ანტონიო კონტე იძულებული გახდა შეეცვალა.

Il Mattino წერს, რომ კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია, მაგრამ კარგად თამაში არ გამოუვიდა, მოედნიდან გასვლისას იმედგაცრუება ვერ დამალა, თავისი ეგოისტური ამბიციების ტყვეობაში რჩება, შეიქმნა შთბეჭდილება, თითქოს გასახდელში გასვლა უნდოდა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე
უხალისოდ დაჯდა.

რადიო Crc-ში „ნაპოლის“ და ხვიჩას შესახებ ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ ისაუბრა: „თუ გუნდმა ასევე გააგრძელა ასპარეზობა, შეუძლია ბევრი გამარჯვება მოიპოვოს და რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიოს. არასანახაობრივი ფეხბურთით ამის მოხერხება ძნელი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანია კონტე „ნაპოლის“ უდგას სათავეში, შედეგი მოსალოდნელზე უკეთესია.

კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ჩემპიონია, მაგრამ ვარსკვლავი არ არის. პირველ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, მაშინ არავინ არ იცნობდა, მეორე წელს შეისწავლეს და დიდ სირთულეებს გადააწყდა. გავიმეორებ, ახლა გადამწყვეტი ნახტომი უნდა გააკეთოს. ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა თამაშის სტილის შეცვლა სჭირდება. შესაძლოა, მისგან ძალიან ბევრს ველოდით. ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ვისი წამოწყებული იერიშის შედეგად გაიტანა ლუკაკუმ? „კვარას“ მიმართ კრიტიკა უნდა შევამციროთ, რამეთუ მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.

ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო მიიჩნევს, რომ „კვარას“ მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია: „კვარაცხელიას თამაში 7 ქულით შევაფასე და ამის გამო გამაკრიტიკეს. კონტემაც თქვა, რომ რაც გუნდს ის ხელმძღვანელობს, ქართველმა ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. უმცირესობაში, მაგრამ ჩინებულ კომპანიაში ვიმყოფები“.

მკითხველის კომენტარები / 17 /
იძახიან ხვიჩა შეისწავლეს მცველებმაო, ხვიჩამაც ხომ შეისწავლა მცველები. მარტო ხვიჩა რას იზამს, თუ გუნდი არ ვარგა. აძლევს ვინმე სწრაფ პას, კონტრშეტევაზე რომ გადავიდნენ? დროული პასი სანატრელი გახდა, აგროვებენ ბურთს სანამ ოთხი კაცი არ დაკეტავს. შენ თუ მსოფლიო დონის მწვრთნელი ხარ, ვერ უნდა მოიფიქრო როცა ამდენი კაცი ხვიჩას დარაჯობს სხვაგან მოიპოვო უპირატესობა?
გიორგი
16:32 26-11-2024
1
სულ ვამბობ ხვიჩა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ყველასგან გამორჩეულია, მაგრამ აღზევება ჯერ ნაადრევია.
მესხი
15:57 26-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული