და, რა ხდება დღეს - "ნაპოლი", ფაქტობრივად, ყველა გრანდს
სუბიექტურობიდან ნამდვილად არ ამოვდივართ, უბრალოდ ისეთი ფეხბურთელი და თუნდაც, ტიპაჟი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, მოედანზე უფრო გაბრწყინებული და გაღიმებული უნდა მოძრაობდეს, როგორაც პირველ სეზონში ვხედავდით და არ ვუყურებდეთ მას ისეთს, როგორც შეცვლის მომენტში იყო. ეს თვალები მხოლოდ ცვლილებისგან უკმაყოფილოს არ ჰგავდა, უფრო იმას, გუნდისთვის მეტის გაკეთების რესურსი რომ აქვს, მაგრამ გარემოებები ხელს უფრო უშლის, ვიდრე უწყობს. სტატისტიკურად თუ არასტატიატიკურად, "კვარა" ისევ საუკეთესოა, მაგრამ კონტეს ფეხბურთი უფრო ლუკაკუს ფიზიკურ მონაცემებზე აწყობაა, მაკტომინეისთვის მეტი თავისუფლების მიცემაა და არა იმ ტიპის გარემარბი, ასე რომ მისტირიან და ხვიჩას გამოჩენამ ასე რომ გაახარათ.
უფრო შორს რომ წავიდეთ, ამ ემოციაში იქნებ ტრანსფერის მოახლოებაც "ამოვიკითხოთ", პრეზიდენტ დე ლაურენტისისთვის ასე რთული საკითხი რომაა და ეს ოსიმენის შემთხვევაშიც ვნახეთ. რაც შეეხება ხელფასს, კი, ის მიზერულია, მაგრამ ფეხბურთზე ასე შეყვარებულ კვარაცხელიასთვის, ვინც იცის, რომ დიდი გზის დასაწყისშია და სერიოზული მიზნები აქვს, ეს ფაქტორი არაფერს შეცვლის. იქნებ კლუბის ხელმძღვანელობა ამით ბოროტად სარგებლობს კიდეც, არავინ იცის.
მთავარი კარგი ამბავი, რაც ტიტულოვანმა კონტემ შეიძლება მოიტანოს, მოკლე დროში კიდევ ერთი ჩემპიონობაა, ეს კი შედეგიან ქართველს (მას და ლუკაკუს 5-5 გოლი აქვთ) დიდი პოტენციალითა და ძველი ფეხბურთის ელემენტებით ევროპული ფეხბურთის გრანდებისთვის უფრო საინტერესოს გახდის!..
1. მიხვდა, რომ უნდა წაიყვანოს ხვიჩა სხვა გუნდში.
2. ისიც ესმის, რომ დიდ ხელფასს თუ დაუნიშნავს აურელიო, მერე უფრო მალე გაყიდის, რომ ეს დიდი ხელფასი არ იხადოს დიდხანს.
ამიტომ მოითხოვს გამოსასყიდ თანხას 80 მილიონს და წლიურ ხელფასს 8 მილიონს.
კონტრაქტის გარშემო კი ლაურენტისს სურს ისეთ კაბალურ პირობებზე დაითანხმოს,რომ იქიდან თავის დახსნა მხოლოდ აურელიოს კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული.სწორად იქცევიან ჯუღელი და მამამისი,რომ არ თანხმდებიან.შიმშილით არ კვდებიან ეხლა სა ჯობია ცოტა მოითმინონ,რომ მერე ნორმალურ გუნდში
მოხვდნენ და აინაზღაურონ აქ დაკარგული,ვიდრე მთელი ცხოვრება ამ ბებერი წუწურაქის დაკრულზე იცეკვონ.