"გეტყვით, "კვარა" შეცვლის შემდეგ რატომ გაბრაზდა" - იტალიელი კომენტატორი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში "ნაპოლისა" და "რომას" (1:0) მატჩის შემდეგ იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

საქმე ეხება ეპიზოდს, როდესაც "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩის 66-ე წუთზე "კვარა" შეცვალა. ზოგიერთმა ექსპერტმა მიიჩნია, რომ ქართველმა უკმაყოფილება იტალიელი დამრიგებლის მიმართ გამოთქვა.

ცნობილი იტალიელი კომენტატორის, რიკარდო მანჩინის თქმით, შემტევი მხოლოდ საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული და არა მწვრთნელზე.

"კვარა" მხოლოდ საკუთარ თავს გაუბრაზდა, რადგან თავისი ჩვეული თამაში ვერ შემოგვთავაზა. ლუკაკუს გოლში მას დამსახურება მიუძღვის. რა თქმა უნდა, შეცდომებიც ჰქონდა და ზოგიერთ
სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მაგრამ ამის გამო ყველაზე იმედგაცრუებული თავად ხვიჩა იყო", - განაცხადა მანჩინიმ 1 Station Radio-სთან ინტერვიუში.

alt"ამბიციების ტყვეობაში მყოფი ხვიჩა გასახდელში აპირებდა გასვლას" - მას აკრიტიკებენ, თუმცა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ

altგააცინეთ ხვიჩა! აი, რას წარმოადგენს კონტე...

მკითხველის კომენტარები / 8 /
მგონია, რომ ეშველა ხვიჩას! და გვეშველა ყველას.
თუ სიმართლეა რაც ამ წუთას გაავრცელა იტალიურმა მედიამ მანჩესტერი ზვიჩას 8+1 ხოლო ლავრენტიჩს 100 მილიონს თავაზობს!
ვაჟა მასწავლებელი
18:23 26-11-2024
4
გიორგის უერთდები.

ეს ყველაფერი კვარამ და ჩვენც უკვე გავიარეთ რუბინში. ვისაც მახსოვრობა არ გაქვთ ან ვინც მერე კვარას ფურორის შენდეგ ევროპაში დაიწყეთ საერთოდ ფეხბურთის ყურება ისინი ვერ მიხვდებით. ზუსტად ანალოგიურად ხდება ახლაც ყველაფერი ერთი ერთში. უბრალოდ ლავრენტამ ის ვიღაც ჩაანაცვლა.
G.LA
18:21 26-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული