ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეჩვიდმეტე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ბრისტოლი“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მომენტი გიორგი ჩაკვეტაძესაც ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, შესვენების შემდეგ კი მისი პასით რაიან ენდრიუსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.3, flashscore 7.1, whoscored 7.0. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„უოტფორდი“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და 30 ნოემბერს „ქუინზ პარკს“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბრისტოლი 1:0
გოლი: ენდრიუსი (53)

altჩაკვეტაძემ 74 წუთი ითამაშა - "უოტფორდმა"

გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაკვე არის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, მერე რა რომ 1 გოლი აქ გატანილი, სამაგიეროდ ყველაზე მეტი მომენტი აქ შექმნილი, სხვები ვერ იყენებენ!!
მაიცა რა
09:42 27-11-2024
1
თამაშის ბოლოს საჯარიმოში მოცელეს გიო, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი.
ქ. გ.
05:27 27-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული